უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

19 ოქტომბერი, 2017 14:25
font-size

იბერია ტვ-ს საქმეზე ბრალდების მხარემ ტელეკომპანიის შესახებ წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლია

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია ,,იბერიას’’ სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის საქმეზე პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით განახლდა.

დღევანდელ სხდომაზე საქმის პროკურორმა ემზარ გაგნიძემ წერილობითი მტკიცებულები წარადგინა. კერძოდ, პროცესზე საქმის მე- 2-დან მე-5-ს ჩათვლით ტომები გამოიკვლიეს.

საქმის აღნიშნულ ტომებში მოცემულია გამოძიების პროცესში გამომძიებლის მიერ საჯარო რეესტრიდან, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიიდან და ნოტარიუსთა პალატიდან მიღებული ინფორმაცია, რომელიც ,,იბერიას“ შესახებ დოკუმენტაციებს წარმოადგენს.

როგორც პროკურორმა ემზარ გაგნიძემ აღნიშნა, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულები ადასტურებს, რომ ,,იბერიას“ ლიცენზიის დათმობა იძულებით მოხდა.

,,ბრალდების მხარის მხრიდან გამოკვლეულ იქნა წერილობითი მტკიცებულებების ოთხი ტომი. აღნიშნულ ტომებში მოთავსებული იყო ტელეკომპანია ,,იბერიას“ შესახებ სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, ასევე შპს ,,აისის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაცია და ყველა ის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მოხდა წილის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება და იბერია ტვ-სთვის ლიცენზიის ჩამორთმევა.

ჩვენი მხრიდან გამოკვლეულ იქნა ეს დოკუმენტები. ყურადღება გავამახვილეთ იმ კონკრეტულ დოკუმენტებსა და თარიღებზე, თუ როდის მოხდა ლიცენზიის გადაფორმება. ვინაიდან, ჩვენ ვედავებით ბრალდებულებს, ზურაბ ადეიშვილსა და გიორგი ლაცაბიძეს, რომ 2004 წლის დეკემბრის თვეში მოახდინეს ლიცენზიის იძულებით დათმობა, სწორედ ლიცენზიასთან დაკავშირებით გავაანალიზეთ ის ხელშეკრულებები, რომლებიც დროში ემთხვევა მოწმეთა მიერ მიცემულ ჩვენებებს. როდესაც მოწმეები უთითებენ, რომ მათ იძულებით დაათმობინეს ტელეკომპანია ,,იბერიას“ კუთვნილი ლიცენზია, სწორედ ამ თარიღებს ემთხვევა ის დოკუმენტებიც, რომლებიც შედგენილია შპს იბერიას ტვ-ის ლიცენზიის დათმობის კუთხით“, - განაცხადა პროკურორმა.

საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 ოქტომბერს, 11:00 საათზე განახლდება.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ტელეკომპანია ,,იბერიის’’ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე 2016 წლის თებერვალში გახსნა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ.

ნინო ექვთიმიშვილი

ირაკლი ღარიბაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა - საქართველოს პროკურატურა

12 იანვარი, 2026 , 16:26

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც მას სასჯელის სახედ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკ

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს

12 იანვარი, 2026 , 16:13

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს. შსს-ის ინფორმაციით, ოზურგეთში მომხდარი „ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა ორ არასრულწლოვანს შორის, წინ

პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა

12 იანვარი, 2026 , 15:47

ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს სასჯელის სახედ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელ

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

12 იანვარი, 2026 , 13:06

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1978 წელს დაბადებული დ.ბ. და 1996 წელს დაბ

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 15 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

9 იანვარი, 2026 , 12:04

თბილისის საქალაქო სასამართლოში ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ევა შაშიაშვილის, გიორგი ჩახუნაშვილისა და კიდევ 13 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხ

კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

9 იანვარი, 2026 , 11:03

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი – 1974 წელს დაბადებული ლ.ჩ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.