სამართალი
იბერია ტვ-ს საქმეზე ბრალდების მხარემ ტელეკომპანიის შესახებ წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლია
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია ,,იბერიას’’ სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის საქმეზე პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით განახლდა.
დღევანდელ სხდომაზე საქმის პროკურორმა ემზარ გაგნიძემ წერილობითი მტკიცებულები წარადგინა. კერძოდ, პროცესზე საქმის მე- 2-დან მე-5-ს ჩათვლით ტომები გამოიკვლიეს.
საქმის აღნიშნულ ტომებში მოცემულია გამოძიების პროცესში გამომძიებლის მიერ საჯარო რეესტრიდან, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიიდან და ნოტარიუსთა პალატიდან მიღებული ინფორმაცია, რომელიც ,,იბერიას“ შესახებ დოკუმენტაციებს წარმოადგენს. მათ შორის არის ხელშეკრულება შპს ,,აისის“ 100%-იანი წილის ,,მედია პროდაქშენ გრუპისთვის“ გადაცემის შესახებ და დოკუმენტი ლიცენზიის მის მფლობელობაში გადასვლის თაობაზე.
როგორც პროკურორმა ემზარ გაგნიძემ აღნიშნა, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულები ადასტურებს, რომ ,,იბერიას“ ლიცენზიის დათმობა იძულებით მოხდა.
,,ბრალდების მხრიდან გამოკვლეულ იქნა წერილობითი მტკიცებულებების ოთხი ტომი. აღნიშნულ ტომებში მოთავსებული იყო ტელეკომპანია ,,იბერიას“ შესახებ სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, ასევე შპს ,,აისის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაცია და ყველა ის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მოხდა წილის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება და იბერია ტვ-სთვის ლიცენზიის ჩამორთმევა.
ჩვენი მხრიდან გამოკვლეულ იქნა ეს დოკუმენტები. ყურადღება გავამახვილეთ იმ კონკრეტულ დოკუმენტებსა და თარიღებზე, თუ როდის მოხდა ლიცენზიის გადაფორმება. ვინაიდან, ჩვენ ვედავებით ბრალდებულებს, ზურაბ ადეიშვილსა და გიორგი ლაცაბიძეს, რომ 2004 წლის დეკემბრის თვეში მოახდინეს ლიცენზიის იძულებით დათმობა. სწორედ ლიცენზიასთან დაკავშირებით გავაანალიზეთ ის ხელშეკრულებები, რომლებიც დროში ემთხვევა მოწმეთა მიერ მიცემულ “, - განაცხადა პროკურორმა.
საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 ოქტომბერს, 11:00 საათზე განახლდება.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ტელეკომპანია ,,იბერიის’’ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე 2016 წლის თებერვალში გახსნა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ირაკლი ღარიბაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა - საქართველოს პროკურატურა
12 იანვარი, 2026 , 16:26
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს
12 იანვარი, 2026 , 16:13
პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა
12 იანვარი, 2026 , 15:47
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
12 იანვარი, 2026 , 13:06
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 15 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
9 იანვარი, 2026 , 12:04
კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
9 იანვარი, 2026 , 11:03


