უახლესი ამბები
არქივი
კომენტარი
იყო დარღვევებიც - ზოგ შემთხვევაში ძალადობა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება - იანოშ ჰერმანი
ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი ევროკავშირის დამკვირვებლებზე დაყრდნობით ამბობს, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში ჩატარდა, თუმცა გამოიკვეთა რიგი დარღვევები.
იანოშ ჰერმანი ამ თვალსაზრისით ყურადღებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ზეწოლის ფაქტებზე ამახვილებს.
,,სპეციალური ჯგუფები გვქონდა შექმნილი იმისთვის, რომ მონიტორინგი გაგვეწია არჩევნების მიმდინარეობისთვის. ჩვენი დამკვირვებლები სხვადასხვა ლოკაციაზე თვალყურს ადევნებდნენ კენჭისყრის პროცესს. ჩვენი დასკვნით, ეს იყო მშვიდობიანი არჩევნები.
რა თქმა უნდა, იყო დარღვევებიც, მაგალითად, ზოგ შემთხვევაში ძალადობა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ უმეტესად არჩევნები იყო მშვიდობიანი და ველოდებით უკვე მეორე ტურს, რომლის მიმდინარეობასაც გავუწევთ მონიტორინგს“, - განუცხადა ჟურნალისტებს იანოშ ჰერმანმა.
ნინო ექვთიმიშვილი