უკან
უახლესი ამბები
არქივი
პოლიტიკა
24 თებერვალი, 2017 18:45
ილია ჯიშკარიანმა საკრებულოს უმცირესობის წევრს ბოთლი ესროლა
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, საკრებულოს წევრმა ილია ჯიშკარიანმა საკრებულოს მეორე წევრს ირაკლი ნადირაძეს ბოთლი ესროლა.
დაპირისპირება საკრებულოში ზვიად ნაზღაიძისთვის გადაცემულ მიწასთან დაკავშირებით გამართულმა დისკუსიამ გამოიწვია.
ჯიშკარიანის გაღიზიანება ირაკლი ნადირაძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, რომელშიც ,,ქართული ოცნების’’ წარმომადგენლები უმცირესობის წევრმა ბიძინა ივანიშვილის დავალების შესასრულებლად სახელმწიფო ქონების და ადმინისტრაციული თანხების გამოყენებაში დაადანაშაულა.
ნინო ექვთიმიშვილი