უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

26 დეკემბერი, 2017 12:55
font-size

ილიას უნივერსიტეტის მოკლული ლექტორის ოჯახის სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ილიას უნივერსიტეტის ლექტორის, მარიამ წივწივაძის ოჯახის სარჩელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

,,თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელეების თ. თ.-სა და ა. კ.-ს სასარჩელო მოთხოვნა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს მიმართ.

მოსარჩელემ განმარტა, რომ სახეზეა მოპასუხეთა უმოქმედობით გამოწვეული ზიანი, კერძოდ, მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება, რის გამოც თ. თ.-მ მოითხოვა, შვილის მ. წ.-ს გარდაცვალებით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება - 10 000 ლარის ოდენობით, ასევე, არასრულწლოვან ა. კ.-ს სასარგებლოდ სარჩოს სანაცვლოდ ერთჯერადი ანაზღაურება 216 850 ლარის ოდენობით.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებენ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვან შესრულებას. მ. წ. მიმართავდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებს მის მიმართ ლ. მ.-ს მხრიდან განხორციელებული მუქარის, ძალადობის ფაქტების და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ და ითხოვდა დახმარებას, მოპასუხე - ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ კი არ იქნა განხორციელებული კანონით განსაზღვრული ყველა ის ქმედება და პროცედურა, რაც შეამცირებდა ლ. მ.-სგან გამომდინარე საფრთხეს. სასამართლომ მიიჩნია, სახელმწიფო ორგანოებმა მიუხედავად მათი ინფორმირებულობისა არ მიიღეს ყველა გონივრული ღონისძიება მ. წ.-ს ხელშეუხებლობის დასაცავად და არ მოახდინეს მის მიმართ ძალადობის ფაქტებზე სათანადო რეაგირება.

სასამართლომ სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურებს ნაწილში დააკმაყოფილა სრულად, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ თ. თ.-ს სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 10 000 ლარის ოდენობით. სასარჩელო მოთხოვნა სარჩოს ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული სარჩოს სანაცვლოდ ერთჯერადი ანაზღაურების გაცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობა, შესაბამისად, სასამართლომ ადმინისტრაციულ ორგანოებს სარჩოს ანაზღაურება დააკისრა არა ერთჯერადი ანაზღაურების სახით, არამედ ყოველთვიურად 608 ლარის ოდენობით ა. კ.-ს სრულწლოვანებამდე. სასამართლომ სარჩოს ოდენობა განსაზღვრა მ. წ.-ს ხელფასის (შემოსავლის) გარდაცვლილის კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობაზე გაყოფით.

სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღეში სააპელაციო წესით“, – აცხადებენ საქალაქო სასამართლოში.

ცნობისათვის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, მარიკა წივწივაძე 2014 წლის 17 ოქტომბერს ყოფილმა მეუღლემ, ლაშა მაღრაძემ უნივერსიტეტის შენობაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

ირაკლი ღარიბაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა - საქართველოს პროკურატურა

12 იანვარი, 2026 , 16:26

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც მას სასჯელის სახედ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკ

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს

12 იანვარი, 2026 , 16:13

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს. შსს-ის ინფორმაციით, ოზურგეთში მომხდარი „ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა ორ არასრულწლოვანს შორის, წინ

პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა

12 იანვარი, 2026 , 15:47

ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს სასჯელის სახედ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელ

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

12 იანვარი, 2026 , 13:06

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1978 წელს დაბადებული დ.ბ. და 1996 წელს დაბ

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 15 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

9 იანვარი, 2026 , 12:04

თბილისის საქალაქო სასამართლოში ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ევა შაშიაშვილის, გიორგი ჩახუნაშვილისა და კიდევ 13 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხ

კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

9 იანვარი, 2026 , 11:03

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი – 1974 წელს დაბადებული ლ.ჩ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.