არქივი
პოლიტიკა
იმ დეპუტატების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც 2015 წელს ეროვნული ბანკის შესახებ პრეზიდენტის ვეტოდადებული კანონი დაამტკიცა - გიორგი აბაშიშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პარლამენტის მიერ ახლად დამტკიცებული კანონი, რომელიც ეროვნულ ბანკს ფინანსური ზედამხედველობის ფუნქციას უბრუნებს, ზუსტად იმეორებს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, როცა მან 2015 წელს ვეტო დაადო უმრავლესობის ინიციატივას ეროვნული ბანკისგან საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევისა და ამის გამო ცალკე სააგენტოს შექმნის შესახებ.
„გუშინ პარლამენტიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შემოვიდა კანონი, რომელიც შეეხება ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობას, ამ კანონით ეროვნულ ბანკს უბრუნდება საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია.
თუმცა მოგეხსენებათ, რომ წელიწად-ნახევრის წინ, კოალიციურმა უმრავლესობამ ეროვნულ ბანკს ჩამოართვა ეს ფუნქცია და საბანკო სისტემა დააყენა ძალიან სერიოზული რისკის წინაშე. ჩამოართვა ფუნქცია და ეროვნული ბანკი ორ ნაწილად გაყო, მიუხედავად არასამთავრობო სექტორის, საბანკო სექტორის, ექსპერტების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ეროვნული ბანკის წინააღმდეგობისა. ასევე, ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდიოდა ასოცირების შეთანხმებასთან.
პრეზიდენტმა, ცხადია, არ დაუშვა ეროვნული ბანკის ორად გაყოფა, ვეტო დაადო ამ კანონპროექტს, მაგრამ კოალიციურმა უმრავლესობამ დიდი ენთუზიაზმით მოახდინა ამ ვეტოს დაძლევა. თუმცა, მყისიერად ეს კანონი გააჩერა საკონსტიტუციო სასამართლომ, ხოლო, უკვე წელიწად-ნახევრის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და ეროვნული ბანკის შესახებ კანონი ახლიდან შეიტანა პარლამენტში. მე მაქვს პრეზიდენტის მოტივირებული ვეტოცა და საქართველოს მთავრობის ახლანდელი ვერსიაც - ეს პრაქტიკულად იდენტურია, ანუ საქართველოს მთავრობამ გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები წელიწად-ნახევრის შემდეგ”,- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
აბაშიშვილმა მოითხოვა, რომ დადგეს მერვე მოწვევის პარლამენტის იმ დეპუტატების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც მხარი დაუჭირა ეროვნული ბანკის ორად გაყოფას.
„ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, როდესაც პარლამენტმა მიიღო ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, ქვეყანას მიადგა როგორც ფინანსური ზიანი, ისე რეპუტაციული ზიანი. შესაბამისად, საჭიროა პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველა იმ დეპუტატის, რომლებმაც მაშინ მიიღეს მონაწილეობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაში და მათი ერთი ნაწილი ახლაც წარმოდგენილია დღევანდელ პარლამენტში“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 1 ივლისს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვით, ეროვნულ ბანკს ჩამოერთვა ფინანსური ზედამხედველობის ფუნქცია და ცალკე სსიპ-ის საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო შეიქმნა.
აღნიშნულ კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, რომელიც პარლამენტმა 2015 წლის 4 სექტემბერს დაძლია. ამის მიუხედავად, კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. 2015 წლის 12 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს ფუნქციონირება შეაჩერა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

