უკან
მსოფლიო
26 ოქტომბერი, 2017 14:10
ინდონეზიაში აფეთქების შედეგად სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა
ინდონეზიის ქალაქ ტანგერანგეში პიროტექნიკის ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე 27 ადამიანია დაღუპული, 35 კი, დაშავდა.
Reuters-ის ინფორმაციით, ყველა დაღუპული ქარხნის თანამშრომელია.
მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ადგილობრივ სახანძრო სამსახურში განაცხადეს, რომ აფეთქების შედეგად ქარხნის შენობა მთლიანად განადგურდა, რადგან აფეთქებას ძლიერი ხანძარი მოჰყვა.
მონიკა დავლიანიძე