პოლიტიკა


ინფრასტრუქტურის ახალმა მინისტრმა უნდა გაათავისუფლოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი სეთურიძე - აფბა
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ - აფბა გამოეხმაურა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის გადადგომას. ორგანიზაციის შეფასებით, ეს ერთგვარი რეაქცია იყო მედიაში გასაჯაროებულ შესაძლო დარღვევებისა და კორუფციული გარიგებების შემთხვევებზე.
მათივე ინფორმაციით, კერძოდ, საუბარია საავტომობილო გზების დეპარტამენტში დღევანდელი ხელმძღვანელის გიორგი სეთურიძის თავმჯდომარეობის პერიოდში აღმოჩენილ შესაძლო შეუსაბამობებზე, თანამდებობრივ გულგრილობაზე, გარიგებებზე მშენებელ კომპანიებთან, კორუფციის დაშვების უკიდურესად მაღალ რისკებზე, შესრულებული და მიმდინარე პროექტების დაბალ ხარისხზე, რა მიმართულებებსაც ორგანიზაცია სისტემატურად იკვლევს.
აფბა გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრის, გივი თარგამაძის გუშინდელ ბრიფინგს, სადაც პოლიტიკოსმა ზურაბ ალავიძე და გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე აბუთიძე სისტემაში არსებულ დარღვევებსა და კორუფციულ გარიგეგებში დაადანაშაულა. ორგანიზაციის თქმით, ეს ბრიფინგი იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და ბრალდების უმთავრესი ადრესატის - დეპარტამენტის თავმჯდომარე სეთურიძისთვის ერთგვარი ხელის დაფარების პოლიტიკა.
აფბას განცხადებით, ფაქტია, რომ გზების დეპარტამენტში არსებულ შესაძლო დარღვევებზე საუბრისას თარგამაძეს ერთხელაც არ უხსენებია დეპარტამენტის თავმჯდომარის გვარი, რაც, თავისთავად, ბევრ საეჭვო გარემოებაზე მიუთითებს.
ორგანიზაციამ მოითხოვა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახლადდანიშნულმა მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა გიორგი სეთურიძე გაათავისუფლოს თანამდებობიდან და პასუხი გასცეს, რა ვითარებაა გზების დეპარტამენტში.
„ახალი მინისტრის მაია ცქიტიშვილის, როგორც დარგის პოლიტიკური ლიდერის, ერთ-ერთი პირველ ნაბიჯი უნდა იყოს თანამდებობიდან სწორედ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი სეთურიძის ჩამოშორება და ანტიკორუფციულ სააგენტოსთან ერთად, საზოგადოების ფართოდ ჩართულობის ფონზე, პასუხი ყველა იმ კითხვაზე (გზების მშენებლობის ყველა ეტაპზე არსებული კანონდარღვევები; უკანონო ცვლილებები საგზაო-სამშენებლო პროექტებში; ზედამხედველ კომპანიებს, მშენებლებსა და დეპარტამენტის წარმომადგენელთა შორის კორუფციის დაშვების მაღალი რისკი და ა.შ.), რაც გზების დეპარტამენტში, ანუ იმ სახელმწიფო უწყებაში, რომელზეც მხოლოდ მიმდინარე 2018 წელს უნდა გაიაროს საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამიზნულმა მილიარდ ლარზე მეტმა, კორუფციული გარიგებების შესაძლობლებობებს უკავშირდება. ახალი მინისტრის პირობებში, თუ სასწრაფოდ არ იქნება წარმოდგენილი, რა ვითარება იყო და რა ვითარება იქნება მომავალში ტენდერების გამოცხადების, სატენდერო კომისიების გადაწყვეტილებების, ამ გადაწყვეტილებებში ცვლილებების, მშენებელ კომპანიებთან საკონტრაქტო დისციპლინის, გზების ხარისხის, ზედამხედველ კომპანიებთან ურთიერთობისა და მათ მიერ ვადების დაცვისა თუ სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ ამ პოლიტიკურ ცვლილებას მხოლოდ ფასადური ხასიათი ექნება და დეპარტამენტის უუნარობაში ხარჯთეფექტურად განახორციელოს საქმიანობა, არაფერი შეიცვლება“, - ნათქვამია აფბას განცხადებაში.

ნულოვანი თამაში საქართველოში დასრულებულია და მხოლოდ ერთადერთი გზა დაგვრჩა: შეთანხმების, თანხმობის და წინსვლის - პრეზიდენტი
9 აპრილი, 2021 , 15:11

ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რათა შეთანხმება მოხდეს - არჩილ თალაკვაძე
9 აპრილი, 2021 , 14:15
სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არ მივიღებდით არც პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ ვნებათაღელვას და არც გავრილოვს მივუშვებდით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში - სალომე ზურაბიშვილი
9 აპრილი, 2021 , 14:15
მომავალ კვირას დაიდება ახალი შინაარსის დოკუმენტი - გიორგი ვაშაძე
8 აპრილი, 2021 , 20:15

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა არ დავუშვათ მესამე ტალღა და თავი ავარიდოთ მკაცრ შეზღუდვებს
8 აპრილი, 2021 , 17:00

სალომე ზურაბიშვილი დეპუტატებს წლიურ ანგარიშს ხვალ წარუდგენს
8 აპრილი, 2021 , 16:30