კომენტარი
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილზე: მე არ მინდა არავითარი კომენტარი გავაკეთო ამ თემასთან დაკავშირებით, ადამიანურად ძალიან დასანანია, ის რაც ხდება
შეგიძლიათ, დააკვირდეთ საქართველოს მთავრობის, ნებისმიერი სამთავრობო უწყების საქმიანობას, ნებისმიერ გადაწყვეტილებას, თუ ამოიკითხავთ ამ საქმიანობაში კორუფციის რაიმე ნიშანს, ჩვენ მზად ვართ, ყველა კითხვას გავცეთ პასუხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2024 წლის 8 თებერვლიდან მთავრობა მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ.
მისივე თქმით, ყველა მიმართულებით პრაქტიკა შეიცვალა და ბიუჯეტი იღებს მაქსიმალურ სარგებელს მთავრობის ყველა გადაწყვეტილებიდან.
ირაკლი ღარიბაშვილის საქმესთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი შესაბამისი უწყებების საქმეა.
„ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე. მე ამ თემასთან დაკავშირებით არ მინდა, დამატებითი კომენტარი გავაკეთო. ძალიან დასანანია ყველაფერი, რაც ხდება, თუმცა, რაც შეეხება კონკრეტულ შეკითხვებს, ამ შეკითხვების ადრესატი არის შესაბამისი უწყებები. მე ამ თემასთან დაკავშირებით არ ვაკეთებ არავითარ კომენტარს. ადამიანურად ძალიან დასანანია ის, რაც ხდება. ზოგადად, ადამიანურ ურთიერთობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ყველანაირი კომენტარის გაკეთებას მოვერიდები. მიმართეთ შესაბამის უწყებებს. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს და ზოგადად კორუფციასთან ბრძოლას, 2024 წლის 8 თებერვლიდან შეგიძლიათ, ამოიღოთ ნებისმიერი აქტი, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც გამოსცა საქართველოს მთავრობამ. საქართველოს მთავრობის ყველა აქტი არის გამოქვეყნებული. 2024 წლის 8 თებერვლიდან მთავრობა მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ, უფრო მეტიც, კონკრეტული მიმართულებით პრაქტიკები შეიცვალა. რაც შეეხება ენერგეტიკას, რაც შეეხება პირდაპირ პრივატიზაციას და ა.შ. ყველა მიმართულებით პრაქტიკა შეიცვალა და ბიუჯეტი იღებს მაქსიმალურ სარგებელს მთავრობის ყველა გადაწყვეტილებიდან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა, საერთოდ, გუნდისთვის ტრაგედიაა - გია ვოლსკი
12 იანვარი, 2026 , 17:34
როგორც ჩანს, ტრუსკავეცა მდინარაძეს მისცეს დავალება, რომ დღეს ღარიბაშვილის სავარაუდო დაკავება რაიმე სხვა ნიუსით გადაფაროს - მხოლოდ ამით შემიძლია, ავხსნა სუს-ის ეს მორიგი ბოდვა და მათი ფანტაზიის ნაყოფი - თინა ბოკუჩავა
12 იანვარი, 2026 , 16:19
ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, სიცრუეა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძე შეცვლის
12 იანვარი, 2026 , 14:47
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს არაპროფესიონალიზმის სიმბოლოა და სულ უფრო შორდება ევროპელი ხალხების ინტერესებს - შალვა პაპუაშვილი
12 იანვარი, 2026 , 14:26
როდესაც საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ არიან, მათ არ უწყდებათ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობის შესაძლებლობა - არჩილ გორდულაძე
9 იანვარი, 2026 , 13:04
უახლოეს დღეებში ჩვენი საჩივრით მივმართავთ BBC-ის შიდა მარეგულირებელ ინსტანციას - შალვა პაპუაშვილი
8 იანვარი, 2026 , 15:13


