არქივი
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა იყო ანგარიშსწორება პრეზიდენტზე - გიორგი აბაშიშვილი
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრალდებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, პრეზიდენტის უშუალო ჩართულობით საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ დესტრუქციული ქმედებები განხორციელდა.
აბაშიშვილმა აღნიშნა, რომ კობახიძემ თავისი ნათქვამით დაადასტურა, რომ საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა პრეზიდენტის წინააღმდეგ იყო მიმართული.
„პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო კომისიის შექმნიდან 6 თვეში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საკონსტიტუციო კომისიის შექმნისა და საქმიანობის სულისკვეთება იყო ანგარიშსწორება ერთ კონკრეტულ პოლიტიკოსზე - პრეზიდენტ მარგველაშვილზე“,- განაცხადა აბაშიშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, ქართველი ხალხის ნებაა, პრეზიდენტი თავად აირჩიოს.
„რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ნახსენებ სიტყვა „კომპრომისს“, ეს არის არასწორი სიტყვა, ვინაიდან კომპრომისი არავის უთხოვია. ქართველ ხალხს სურს, აირჩიოს პრეზიდენტი პირდაპირი წესით და მათი ეს სურვილი არ შეეხება კონკრეტულად 2018 წელს მარგველაშვილის არჩევას. ქართველ ხალხს სურს პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით 2018 წელს, 2023 წელსა და ყოველ შემდგომ წლებში. შესაბამისად, ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ ვაპირებთ ქართველი ხალხის ნებითა და ამ უფლებით ვაჭრობას",- განაცხადა აბაშიშვილმა.
ასევე აბაშიშვილმა აღნიშნა, რომ მიესალმება პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას, რომ საკონსტიტუციო პროექტის განხილვა პარლამენტში ვენეციის კომისიის დასკვნამდე არ დაიწყება.
ანა მებურიშვილი
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

