უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

29 ოქტომბერი, 2025 13:50
font-size

ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა.

მთავრობის მეთაურმა ილია ჯალაღანიას წარმატებები უსურვა და ხაზი გაუსვა სახელმწიფო რწმუნებულის როლს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ეფექტიანად განხორციელების პროცესში.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ, პროექტების ხარისხიანად და განსაზღვრულ ვადებში შესრულებასთან ერთად, პრიორიტეტულია მოსახლეობის საჭიროებებსა და არსებულ გამოწვევებზე დროული რეაგირება, რასაც სახელმწიფო რწმუნებულმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ.

შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი კახა გულედანი დაესწრო. ილია ჯალაღანია პროფესიით იურისტია. ის დღემდე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი და პირველი მოადგილე იყო. აქვს სახელმწიფო უწყებებში, მათ შორის სამართალდამცავ სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. წლების განმავლობაში ილია ჯალაღანია მუშაობდა სხვადასხვა რეგიონის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე, ასევე აქვს იურიდიული და საგამოძიებო საქმიანობის გამოცდილება.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ქვემო ქართლში, ბოლნისი-დმანისის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

12 ნოემბერი, 2025 , 12:20

ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბოლნისი-დმანისის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. „ადგილობრივი მკვიდრის მიმართ, რომელმაც რცხილას სახეობის საშეშე მერქანი

პოლიციამ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ფოთში ერთი პირი დააკავა

11 ნოემბერი, 2025 , 11:51

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული ხ.ჩ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შეს

Mastercard Corporate Card - პირველი პრემიალური ბიზნესბარათი რეგიონში საქართველოს ბანკისგან

7 ნოემბერი, 2025 , 20:12

საქართველოს ბანკი  საბანკო პროდუქტების განვითარებას და ბიზნეს მომხმარებლებისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა Mastercard-თან პარტნიორობით,  ახალი პრემიუმ ბარათი – Masterc

პროკურატურამ ფოთის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

7 ნოემბერი, 2025 , 12:17

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქ

საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი

7 ნოემბერი, 2025 , 12:13

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა რეგიონებში მცხოვრებ მომხმარებლებს ახალი შეთავაზება მოუმზადა, რაც მათ პარტნიორ ობიექტებში შოპინგისას დახარჯული თანხის 30%-ის დაბრუნების შესაძლებლობა

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა

13 ოქტომბერი, 2025 , 12:53

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა, – ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „თოვის გამ