უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

9 ოქტომბერი, 2025 16:07
font-size

ირაკლი კობახიძეს მივმართავ: ერთ მშვენიერ დღეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კეთილს ნამდვილად ინებებს, მაგრამ არ ვიცი, ეს თქვენ კეთილებს რამდენად მოეწონება - ლელა ჯეჯელავა

ბიძინა ივანიშვილის Mein Kampf-ი ისეთია, არავის ვუსურვებ დედამიწაზე - რაც მეტ მსხვერპლს დააგროვებს ის ამ ბრძოლაში, მით მაღალ ფასს გადაიხდის! იმის მიუხედავად, თუ როგორი იქნება რეპრესიების ხარისხი, შიშებზე გამარჯვება უნდა შევძლოთ და არც ერთ შემთხვევაში ივანიშვილს ის კმაყოფილება არ უნდა მივცეთ, რომ მსხვერპლად ჩაგვთვალოს, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ჯეჯელავას შეფასებით, 4 ოქტომბერი შედგა და ამ დღის შემდეგ, საერთაშორისო ასპარეზზე „ქართული ოცნების“ მდგომარეობა ბევრად უფრო მეტად დამძიმდა.

ჯეჯელავამ აღნიშნა ისიც, რომ არც ერთ საერთაშორისო ძალას, მათ შორის არც მათ, ვინც „ქართულ ოცნებას“ პარტნიორად მიაჩნია, 4 ოქტომბრის მოვლენები არ დაუგმია და ხელისუფლების მხარდამჭერი განცხადება არ გაუკეთებია.

„იმ ადამიანმა, პრემიერ-მინისტრს რომ უწოდებენ, 4 ოქტომბრის შემდეგ დაგვიანონსა, რომ 3 ათეულზე მეტ ადამიანს დაიჭერდნენ, მაგრამ „მადა ჭამაში მოდის“. არ არის გამორიცხული და მოსალოდნელია, რომ რეპრესიები არასასურველი ადამიანების მიმართ გამოიყენონ, იმის მიუხედავად, ვის რა როლი ჰქონდა 4 ოქტომბრის მოვლენებში. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ფსიქოლოგიური ტერორი და ზემოქმედება, როდესაც შენ 200 ათასამდე მოქალაქეს უანონსებ, რომ ის შეიძლება დაიჭირონ - ბრალდება ყველას მიმართ წაყენებულია!

ადამიანებმა, ვინც 4 ოქტომბერს იდგა, ნამდვილად იცოდა, რომ ხელისუფლება უნდა გვეიძულებინა, რომ წასულიყო. ყველამ იცოდა, იქ რისთვის მიდიოდა. ხელისუფლების იძულებას, რომ ხელისუფლება დათმოს და ის ხალხს დაუბრუნოს, ქართულ ლექსიკონში სხვა სიტყვა არ ეძებნება. დეკლარაციაში იყო ნათქვამი - „ხელისუფლების მშვიდობიანი ტრანზიცია“ - ხელისუფლების მშვიდობიანი ტრანზიცია ნიშნავს იმას, რომ მათ ძალაუფლება უნდა დაეთმოთ. ამას „დამხობა“ ჰქვია, რადგან ეს ნებით არ მოხდებოდა. ეს ხდება ხალხის მხრიდან იძულებით ანუ ზეწოლით.

საზოგადოება სიტყვა „რევოლუციასთან“ დაკავშირებით ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოექცა. ჩემთვის ყველაზე ავტორიტეტული ქართველის სიტყვებს მოგახსენებთ - „ნუ გეშინიათ რევოლუციის, ის იმისთვის ხდება, რომ მშვიდობიანობა მოიტანოს, ის ღვინოს ჰგავს - ჯერ აირევა, ადუღდება, დადუღდება და შემდეგ ყველაფერი დაიწმინდება“. ასე რომ, რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ და რა ტერმინებითაც არ უნდა შეფუთონ, დაამტკიცეს, რომ საერთოდ აცდენილი არიან საკუთარ ხალხს, კულტურას, საკუთარ იდენტობას. სიტყვა „რევოლუციასთან“ დაკავშირებით რომელიმე ქართველი, მათ შორის მათი მხარდამჭერი მეტყვის, რომ ილია ჭავჭავაძეზე მეტად ირაკლი კობახიძის უნდა მჯეროდეს?!“ - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.

ჯეჯელავას შეფასებით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ 4 ოქტომბრის მოვლენების სწორად გააზრება მოხდეს. მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ მომხდარის საერთაშორისო საზოგადოებისთვის ძალადობრივ რევოლუციად მიყიდვა არ გამოუვიდა.

„კარგია ვიცოდეთ, რეალურად რა მოხდა. მურთაზ ზოდელავას მიერ დატოვებული პატარა რებუსი ბევრ თავსატეხს აჩენს. იმის მიუხედავად იტყვის თუ არა ზოდელავა თუ რა მოხდა, რა გათვლა იყო და რატომ არ იმუშავა ბოლომდე, მე შემიძლია ჩემი მოსაზრება გითხრათ - ვერ ვიტყვი, რომ რევოლუცია არ შედგა. შედგა და შედეგები სახეზე გვაქვს! თუ მხედველობაში არ მივიღებთ რეპრესიებს, რაც მოსალოდნელი იყო, საერთაშორისო ასპარეზზე „ქართული ოცნების“ მდგომარეობა ძალიან დამძიმდა და დამძიმდა ბევრად უფრო მეტად, ვიდრე 4 ოქტომბრამდე იყო.

ამაზე მეტყველებს ყველა განცხადება. ამაზე მეტყველებს თვითონ ირაკლი კობახიძის განცხადება, როცა ერთი მხრივ ნულოვან თანაგრძნობაზე საუბრობს და შემდეგ „დიფ სთეითისგან“ მეგობრობასა და პარტნიორობას ითხოვს. ეს ნათლად აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ არის გამოუვალ მდგომარეობაში, რადგან ვერც ერთ შემთხვევაში ლეგიტიმაციას ვერ იღებს. ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფო გააუქმა და შექმნა კორპორაცია, რომელიც მის ბიზნესინტერესებს ემსახურება. ასეთი კორპორაციის მოქმედებასაც აქვს თავისი წესები, ჩარჩოები და ნორმები. თუ შენ გინდა ტრანსნაციონალური კორპორაციის ნაწილი იყო, როგორც ეს მათ წარმოუდგენიათ, მაშინ იმ წესებსაც უნდა დაემორჩილო, რაც იქ არის. ივანიშვილმა როგორც არ უნდა მოუხაროს ქედი ემირატების პრეზიდენტს, არავინ ამათ ლეგიტიმაციას არ მისცემს“, - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.

ჯეჯელავა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ისეთი მიმართულებით წარმართვას ელის, რომ მისი ვარაუდით, მორიგი მშვიდობიანი რევოლუციის მცდელობა საჭირო აღარ იქნება. აქვე მან პოლიტიკოსები იმის გამო გააკრიტიკა, რომ „ლაპარაკობენ ბევრს, მაგრამ ცოტას აკეთებენ“.

„არა მგონია, რომ მორიგი მშვიდობიანი რევოლუციის მცდელობა კიდევ შეიძლება დაგვჭირდეს. ახლა პროცესები ისე წარიმართება, რომელსაც შეიძლება ხელისუფლების რეალური მშვიდობიანი ტრანზიცია მოჰყვეს.

ეს უნდა მოხდეს ძალიან გონივრული სინერგიით ჩვენი დასავლელი პარტნიორების და იმათ მხრიდან, ვინც იცის, რა არ უნდა გაკეთდეს, მაგრამ არ ამბობს, თუ რა უნდა გაკეთდეს. ძალიან თვალსაჩინოა, რომ პარტნიორები „ქართული ოცნების“ არაღიარების პოლიტიკას გაჰყვნენ - ეს არ შეიცვლება. პოლიტიკოსებმა უნდა მოამზადონ საფუძველი იმისა, რომ პარტნიორებმა ის მაინც იცოდნენ, თუ ვინ აღიარონ.

ჩვენ უფრო მეტ მოლოდინებს გარე პროცესებზე ვამყარებთ, ვიდრე შიდა პროცესებზე. მთავარი პროცესია ის, რომ დასავლეთმა ერთიანი კონსოლიდირებული ძალა ვერ დაინახა, რომელსაც ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში შეიძლება ელაპარაკოს. 4 ოქტომბრამდე სულ კითხულობდნენ, გეგმა რა გაქვთ? ახლა მე ვკითხულობ და ძალიან მაინტერესებს - გეგმა რა გაქვთ?

გეგმა ძალიან მარტივია - უნდა შექმნას ერთიანი ალტერნატიული ძალის ცენტრი, რომელსაც ქვეყნის შიგნით - ხალხის ნდობა, ხოლო გარეთ - პარტნიორების ნდობა ექნება. ამას ვერ აკეთებენ, რადგან ამ ქვეყანაში საკუთარი თავი უფრო მეტად უყვართ, ვიდრე ქვეყანა. საკუთარი სახისა და იდენტობის დაკარგვა არ უყვართ მაშინ, როცა სახე აქვს ახეული მათაც და ქვეყანასაც, ოღონდ ამის დანახვა არ უნდათ.

არც ერთმა საერთაშორისო ძალამ, მათ შორის არც მათ, ვინც „ქართულ ოცნებას“ პარტნიორები ჰგონია, 4 ოქტომბრის მოვლენების დასაგმობად და ხელისუფლების მხარდასაჭერად განცხადება არ გააკეთა. ხელს დასავლეთის ქვეყნებისკენ რომ იშვერენ, მითხარით ქვეყანა, რომელმაც 4 ოქტომბრის მოვლენები დაგმო - ერდოღანმა დაგმო? ნახეთ, რომელიმე სხვა მეზობელი ქვეყნის განცხადება? ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ამათ რეალურად ხელისუფლებად არ აღიარებენ და არც მათი არაარჩევნების გზით შეცვლა მიაჩნიათ ტრაგედიად“, - განაცხადა ჯეჯელავამ.

ჯეჯელავას შეფასებით, კობახიძის მიერ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მისამართით გაკეთებული განცხადება უყურადღებოდ არ დარჩება და „ყველანი ვნახავთ, თუ როგორი იქნება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის კეთილი ნება“.

„ირაკლი კობახიძეს მივმართავ: - ერთ მშვენიერ დღეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კეთილს ნამდვილად ინებებს, მაგრამ არ ვიცი, ეს თქვენ კეთილებს რამდენად მოეწონება. „ქართული ოცნება“ დიდი საერთაშორისო სკანდალებშია გახვეული - დაწყებული ბანგკოკის სკანდალით, დასრულებული შავი ნავთობის თემით“, - განაცხადა ჯეჯელავამ.

წყარო

ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ არიან -კახა კალაძე

9 ოქტომბერი, 2025 , 14:21

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ამერიკელი სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი, რომლებმაც საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებით აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართეს, „გლობალური ომის პარტიი

ეს გაერთიანებები, პარტიები, კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირები „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ არიან, ებრძვიან ქართველ ხალხს და სიბინძურეებს კადრულობენ, რომ ძალადობა წაახალისონ - კახა კალაძე

9 ოქტომბერი, 2025 , 14:15

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ორმაგი სტანდარტის მაგალითი უწოდა ევროპის სახალხო პარტიის მოთხოვნას სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ქართველები აღნიშნული ორმაგი თამაშის მონაწილეებსა და მიზნე

ჯო უილსონი ერთი ჩვეულებრივი კომიკური კოშმარია საქართველოს რეალობაში - არჩილ გორდულაძე

9 ოქტომბერი, 2025 , 13:39

ჯო უილსონი ერთი ჩვეულებრივი კომიკური კოშმარია საქართველოს რეალობაში, - ასე შეაფასა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარის, კონგრესმენი ჯო უი

ამ ტყვეების აყვანაზე, რაც ახლა მიმდინარეობს, პასუხისმგებელი არის, მხოლოდ და მხოლოდ, ბიძინა ივანიშვილი, ამ ქვეყანას მართავს არალეგიტიმური რეჟიმი, რუსული საოკუპაციო რეჟიმი - ანა წითლიძე

9 ოქტომბერი, 2025 , 13:33

ახლა, რასაც რეჟიმი აკეთებს არის ის, რომ აჰყავს ტყვეები - ასამართლებს 63 წლის ადამიანს, რომელსაც აქვს სიმსივნე; ასამართლებს ადამიანს, რომელიც არის მუშა, საათების შემკეთებელია და დღეში 20 ლარზე მუშაობს; ასამართლებს ად

გამოსავალი ერთია, ხალხის ერთსულოვნება! ნუ ესვრით ტალახს მათ, ვინც ქვეყნისთვის თავგანწირვას ირჩევს! ხელი ჩაკიდეთ ერთმანეთს, ვინც წაბორძიკდა, წამოაყენეთ და ერთად დავიბრუნოთ თავისუფლება - ლევან ხაბეიშვილი

9 ოქტომბერი, 2025 , 10:58

ბურჭულაძე, ნადირაძე, ზოდელავა, მანჯგალაძე, საქართველოს სიყვარულისთვის ისჯებიან - გამოსავალი ერთია, ხალხის ერთსულოვნება! ნუ ესვრით ტალახს მათ, ვინც ქვეყნისთვის თავგანწირვას ირჩევს! ხელი ჩაკიდეთ ერთმანეთს, ვინც წაბორძ

საქართველოს დემოკრატიას და მის მომავალს საფრთხეს უქმნის არა შეერთებული შტატები, არამედ „ქართული ოცნება“ - სენატორ შაჰინისა და რიშის განცხადება

9 ოქტომბერი, 2025 , 10:45

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა (რესპუბლიკელი, აიდაჰო) და კომიტეტის წევრმა ჟან შაჰინმა (დემოკრატი, ნიუ-ჰემფშირი) გაავრცელეს  ერთობლივი განცხადება, რომელიც შ