უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

21 მარტი, 2018 11:50
font-size

ირაკლი ოქრუაშვილის სკანდალური აღიარება - ყოფილი გენპროკურორი „ტვ იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ მიმართ დანაშაულებრივ ქმედებებს ადასტურებს

ირაკლი ოქრუაშვილი, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს მაღალი თნამდებობები ეკავა და სხვადასხვა დროს შს მინისტრი, გენერალური პროკურორი და თვდაცვის უწყების ხელმძღვანელი იყო, სკანდალურ განცხადებას აკეთებს და 2004 წლის თებერვალში, ტელეკომპანია „იბერიასა“ და, საერთოდ, „ომეგა ჯგუფის“ კომპანიებში სპეცრაზმით შეჭრას აღიარებს.

მართალია, ტვ „იბერიას“ საქმეზე ოქრუაშვილი სასამართლოზე ამჯერად მოწმის სტატუსით დაიკითხა, მაგრამ საგულისხმოა მისი განცხადება. კერძოდ, მან სასამართლოს განუცხადა, რომ იმ თათბირს ესწრებოდა, როცა ზურაბ ადეიშვილი და მიხეილ სააკაშვილს ტვ „იბერიას“ ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის
დეტალებზე საუბრობდნენ, ანუ დანაშაულის დეტალების საქმის კურსში იყო.

ამასთნ, ოქრუაშვილმა სასამართლოს განუცხადა, რომ ტელეკომპანია „იბერიას“ სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევაში უშუალოდ ჩართულები იყვნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელსაც 2004 წლის ივნისიდან გენერალური პროკურორის თანამდებობა ეკავა.

ოქრუაშვილმა, რომელიც 2004 წელს შს მინისტრი იყო, სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ტელეკომპანია „იბერიას“ ლიცენზიის ჩამორთმევის გეგმას მაშინდელი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი ედგა სათავეში და ამ გეგმის მიმდინარეობს შესახებ მიხეილ სააკაშვილსაც საქმის კურსში სწორედ ადეიშვილი აყენებდა.

„მოწმე ირაკლი ოქრუაშვილმა დაადასტურა, რომ ტელეკომპანია „იბერიას“ ლიცენზიის ჩამორთმევის პროცესში ჩართული იყო მაშინდელი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი. ამასთან, ოქრუაშვილმა უშუალოდ გაიხსენა, თუ რა გარემოებებში ხდებოდა აღნიშნული გეგმის განხორციელება, რომლის შესახებაც მან მოახსენა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და აღნიშნულ შეხვედრას თავად ირაკლი ოქრუაშვილიც ესწრებოდა. შესაბამისად, ოქრუაშვილმა დაადასტურა ბრალდების მხარის ვერსია, რომ სწორედ ზურაბ ადეიშვილის მიერ მომდინარეობდა ტელეკომპანია „იბერიას“ ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევა,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პროკურორმა ემზარ გაგნიძემ.

შეგახსენებთ: ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფში“ სპეციალური დანიშნულების რაზმები 2004 წლის 19 თებერვალს შეიჭრნენ. მათ მოახდინეს ტელეკომპანიის ბლოკირება და შეწყვიტეს მაუწყებლობა. ტელევიზიის პარალელურად, სპეცრაზმი შევიდა „ომეგა ჯგუფის“ ყველა დაწესებულებაში, საიდანაც გაიტაცეს ათეულობით მილიონი ლარის სარეალიზაციოდ გამზადებული პროდუქცია, დაამტვრიეს და გაანადგურეს კომპანიის ინფრასტრუქტურა და ასევე, გაიტაცეს ტელეკომპანია „იბერიას“ ძვირადღირებული ტექნიკა, რომლითაც ტელევიზიის განახლება იგეგმებოდა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქმე გახსნილად 2016 წელს გამოაცხადა. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულნი არიან იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და გენერალური პროკურორის მაშინდელი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე.

მოსამართლე ნატო ხუჯაძე გელა ხასაიას: ღარიბაშვილს თავისი გაჭირვება აქვს

20 ნოემბერი, 2025 , 15:56

„ღარიბაშვილს თავისი გაჭირვება აქვს",- ამ სიტყვებით მიმართა საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ პატიმრობაში მყოფ სამოქალაქო აქტივისტ, გელა ხასაიას.  განცხადება მოსამართლემ მას შემდეგ გაა

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალდება წარუდგინა

20 ნოემბერი, 2025 , 15:01

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინ

შსს-მ თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

20 ნოემბერი, 2025 , 11:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1992 წელს დაბადებული ა.ფ. და 1995 წელს დაბადებული რ.გ. დიდი ოდენობით, ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს, – ინფორმაციას შინაგან

სასამართლომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეუფარდა, ზურაბ ადეიშვილი კი უდანაშაულოდ ცნო

19 ნოემბერი, 2025 , 17:41

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. „ბატონ ოქრუაშვილს“ ბუტას საქმეზე 7 წელი მიუსაჯეს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი წერს. როგორც ია მეტრეველი აღნიშნავს, ზურაბ ადეიშვილი კი სას

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რასაც მასწავლებლის, გიგა ავალიანის სიკვდილი მოჰყვა, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

19 ნოემბერი, 2025 , 17:10

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რასაც ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის სიკვდილი მოჰყვა, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ცალკე წარმოებად გამოყოფილია დამატებითი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს

18 ნოემბერი, 2025 , 11:55

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 146 შეკვრად დაფასოებული, 35 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღეს, რომლის საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 3 მლნ ლარს შეადგენს. განსაკ