უკან
უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება
16 ივნისი, 2017 15:40
ირაკლი შოთაძე „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ხვდება
მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ხვდება.
როგორც დაზარალებულები აცხადებენ, ისინი მთავარი პროკურორისგან გამოძიების დროულად დასრულებას და დამნაშავე პირების დასჯას მოითხოვენ. მათი თქმით, "ბავშვთა სამყაროში" ხანძარი არა შემთხვევით, არამედ მიზანმიმართულად გაჩნდა.
შოთაძესთან შეხვედრამდე დაზარალებულებმა საპროტესტო აქცია მთავარ პროკურატურასთან გამართეს.
აქციაზე იმყოფებოდა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილიც. მან პროკურატურას მოუწოდა, დროულად დასრულდეს გამოძიება.
ამასთან, დაზარალებულები ზარალის სრულად ანაზღაურებასაც მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, შიმშილის დაწყებას გეგმავენ.
ნინო ექვთიმიშვილი