მსოფლიო
ირანის აქციებთან დაკავშირებით თურქეთისა და ირანის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
თურქეთის პრეზიდენტ რეჯიფ ტაიფ ერდოღანსა და ირანის პირველ პირს, ჰასან რუჰანის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ თურქული მედია წერს.
თურქეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა ირანში მიმდინარე აქციები განიხილეს.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ ანკარა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ირანში სტაბილურობისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფას. მან ასევე მხარი დაუჭირა რუჰანის გადაწყვეტილებას, რომ დაუშვებელია კანონმდებლობის დარღვევა მშვიდობიანი აქციის ჩატარების უფლების გამოყენების გამო.
ირანის მეთაურმა თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა თურქ ლიდერს გამოხმაურებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ აქციები უახლოეს დღეებში დასრულდება.
ირანში დემონსტრაციები ხუთშაბათს მცირე აქციით დაიწყო, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა პროდუქტებზე ფასების ზრდას აპროტესტებდა. შემდგომ ის მთელ ქვეყანას მოედო. შეკრებილები უკმაყოფილონი არიან ინფლაციით, სასულიერო ხელისუფლებით, ასევე საგარეო პოლიტიკით. თეირანში პოლიციამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. როიტერის ინფორმაციით, ქალაქ კეჰდერიჯანში დემონსტრანტებმა პოლიციის განყოფილება გადაწვეს. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პროტესტი მოედო ბირჯენდს, კერმანშახსა და შადეგანს.
ბოლო მონაცემებით, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა.
ეს ყველაზე მასშტაბური აქციაა ბოლო 8 წლის განმავლობაში. 2009 წელს ირანელებმა საპრეზიდენტო არჩევნებში მაჰმუდ აჰმადინეჯადის გამარჯვება გააპროტესტეს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

