უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

5 მაისი, 2018 15:50
font-size

„ის ჩვენი მეფე არაა“ - რუსეთის ქალაქებში პუტინის საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობს

მოსკოვში, პუშკინის მოედანზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მეოთხე ინაუგურაციის წინააღმდეგ არასანქცირებული საპროტესტო აქცია „ის ჩვენი მეფე არაა“ მიმდინარეობს. შეკრების ორგანიზატორები ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები არიან.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ინფორმაციით, აქციაზე კრემლის მხარდამჭერი ორგანიზაციის „ეროვნული გამათავისუფლებელი მოძრაობისა“ და „საბრძოლო ძმობის“ წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებიც გაჰყვიროდნენ ლოზუნგებს „მაიდანის“ წინააღმდეგ და ნავალნის პროვოკატორს ეძახდნენ.

გარდა ამისა, ნავალნის მხარდამჭერებსა და კაზაკების ფორმაში გამოწყობილ პირებს შორის დროდადრო სიტყვიერი დაპირისპირება ხდება.

მოსკოვის ცენტრში მობილიზებულია პოლიცია და რუსეთის გვარდიის ქვედანაყოფები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკვე დააკავეს ერთი აქტივისტი, რომელსაც ეჭირა პლაკატი „ძირს პუტინი“ (Путина на мыло).

პუტინის საწინააღმდეგო აქციები „ის ჩვენი მეფე არაა“ მიმდინარეობს რუსეთის სხვა ქალაქებში. ზოგან ის მონაწილეთა დაკავებებით დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე აქციებზე 206 ადამიანი დააკავეს.

ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია 7 მაისს გაიმართება.

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი, 2025 , 09:38

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. „ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამა

აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნ

სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს

20 ოქტომბერი, 2025 , 12:50

სომხური მედიის ცნობით, კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტმა ორშაბათს დაადასტურა, რომ გიუმრის მერი ვარდან ღუკასიანი და ქალაქის სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს. კომიტეტ

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

17 ოქტომბერი, 2025 , 09:11

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, დაგეგმილი აქვს შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე, აშშ-ის თავდაცვისა

დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა

13 ოქტომბერი, 2025 , 11:08

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა ბენ გურიონის აეროპორტში, სადაც მას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მეუღლესთან ერთად, ასევე აშშ-ის სპეციალური წარმო

ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი

13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

ომი დასრულდა. ომი დამთავრდა, გესმით ეს?, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრისას თვითმფრინავის ბორტზე მედიას განუცხადა. &bdquo