უახლესი ამბები
- 22.11.2024 15:35დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით
- 22.11.2024 15:08პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა
- 22.11.2024 14:52პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
არქივი
პოლიტიკა
ის, რაც ოქუაშვილმა თქვა ინტერვიუში, მართლა იტალიურ სერიალ „რვაფეხას“ ჰგავდა - გრიგოლ ვაშაძე
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე შეიძლება, ახალი ჩანაწერები გამოქვეყნდეს.
მისივე შეფასებით, „ომეგა ჯგუფისა“ და „იბერია ტვ“-ის მფლობელის, ზაზა ოქუაშვილის ნაამბობი ხელისუფლებისგან მიმდინარე ზეწოლაზე იტალიურ სერიალ „რვაფეხას“ ჰგავს.
„როდესაც „ქართული ოცნება“ აღმოჩნდება ასეთ მძიმე სიტუაციაში და ისინი ასეთ მძიმე სიტუაციაში უკვე 6 წელია არიან, იწყება ისტერიკა, პირადი შეურაცხყოფები. გადადიან 9 წელზე ლაპარაკზე და სხვა აპრობირებულ მეთოდებზე რომელიც დიდი ხანია ქართულ საზოგადოებაზე არ მუშაობს. საქმეს მიხედონ, სჯობია, იმიტომ, რომ ძალიან ცუდად დამთავრდება ეს საქმე მათთვის. ის, რაც ოქუაშვილმა თქვა ინტერვიუში მართლა იტალიურ სერიალს ჰგავდა. თუ გახსოვთ, „რვაფეხა“, რომელიც იტალიურ მაფიაზეა და რომლის მთავარი გმირიც გადმოხატულია, თვითონ უკეთესად იციან ეს სერიალია, თუ არ არის სერიალი, მაგრამ ფირები და ჩანაწერები კიდევ იქნება, ეს ფაქტია“, - განაცხადა ვაშაძემ.