უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

8 აგვისტო, 2018 17:42
font-size

ისედაც ვიცოდით, რომ მკვლელი გიორგი ჭანტურია იყო - გენერალ სამსონ ქუთათელაძის მეუღლე

მოკლული გენერალ სამსონ ქუთათელაძის მეუღლის, მეგი სირბილაძის განცხადებით, გამოძიება სწორად წარიმართა და ობიექტურ შედეგამდე მივიდა.

სირბილაძის განცხადებით, სამსონ ქუთათელაძეს კონფლიქტი ჰქონდა მხოლოდ გიორგი ჭანტურიასთან, რომელიც ქუთათელაძის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

„სწორად წარმოებული გამოძიება ობიექტური შედეგით დამთავრდა. მე და ჩემს ოჯახს გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ შსს-სა და ყველა სამართალდამცველს, ვინც მონაწილეობდა ამ საქმის გამოძიებაში. ისედაც ვიცოდით, რომ მკვლელი დაკავებული პიროვნება იყო და ამის საფუძველიც გვქონდა, რადგან მასა და ჩემს მეუღლეს შორის დიდი ხნის მანძილზე არსებობდა ფინანსური უთანხმოება. სწორედ ეს უთანხმოება იყო მკვლელობის მოტივი. საკმაოდ ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო, რომ ჩემს მეუღლეს სხვა პიროვნებებთან არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია, ის საერთოდ უკონფლიქტო პიროვნება იყო. ამით მე ვპასუხობ დაკავებული პირის ოჯახის განცხადებას, თითქოს ჩემს მეუღლეს არაერთ ადამიანთან ჰქონდა კონფლიქტი“, - თქვა სირბილაძემ და იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო გაითვალისწინებს გამოძიების ყველა დეტალს და მკვლელი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.

შსს-ის ინფორმაციით, უწყებამ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე გახსნა.

მათი ინფორმაციით, გიორგი ჭანტურია განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გენერალი ქუთათელაძე მოკლული 15 იანვარს იპოვეს.

ირაკლი ღარიბაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა - საქართველოს პროკურატურა

12 იანვარი, 2026 , 16:26

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც მას სასჯელის სახედ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკ

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს

12 იანვარი, 2026 , 16:13

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს. შსს-ის ინფორმაციით, ოზურგეთში მომხდარი „ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა ორ არასრულწლოვანს შორის, წინ

პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა

12 იანვარი, 2026 , 15:47

ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს სასჯელის სახედ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელ

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

12 იანვარი, 2026 , 13:06

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1978 წელს დაბადებული დ.ბ. და 1996 წელს დაბ

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 15 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

9 იანვარი, 2026 , 12:04

თბილისის საქალაქო სასამართლოში ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ევა შაშიაშვილის, გიორგი ჩახუნაშვილისა და კიდევ 13 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხ

კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

9 იანვარი, 2026 , 11:03

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი – 1974 წელს დაბადებული ლ.ჩ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.