მსოფლიო
ისრაელი დათანხმდა აუცილებელ პირობებს, რათა დასრულდეს 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება - დონალდ ტრამპი
ისრაელი დათანხმდა „აუცილებელ პირობებს ღაზის სექტორში 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმების დასასრულებლად, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, საბოლოო წინადადებას კატარი და ეგვიპტე წარმოადგენენ და იმედოვნებს, რომ „ჰამასი“ ამ პირობებს დათანხმდება.
“ჩემმა წარმომადგენლებმა დღეს ისრაელელებთან ღაზას საკითხზე ხანგრძლივი და ნაყოფიერი შეხვედრა გამართეს. ისრაელი დათანხმდა აუცილებელ პირობებს, რათა დასრულდეს 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომლის განმავლობაშიც ყველა მხარესთან ერთად ვიმუშავებთ ომის დასრულებაზე. ყატარი და ეგვიპტე, რომლებიც მშვიდობის მიღწევისთვის ძალზე აქტიურად მუშაობენ, ამ საბოლოო წინადადებას წარადგენენ. იმედს გამოვთქვამ, რომ ჰამასი ამ შეთანხმებას მიიღებს ახლო აღმოსავლეთის საკეთილდღეოდ, რადგან უკეთესი შეთავაზება არ იქნება — მხოლოდ უარესობა მოჰყვება. მადლობა ყურადღებისთვის!“ - – წერს დონალდ ტრამპი.
საკვანძო სიტყვები:
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი მასობრივი დემონსტრაციების ფონზე გადადგა
11 დეკემბერი, 2025 , 16:58
სამოგზაურო აკრძალვის დაწესებას აშშ კიდევ 30-ზე მეტი ქვეყნისთვის გეგმავს
5 დეკემბერი, 2025 , 12:21
ემანუელ მაკრონი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა
3 დეკემბერი, 2025 , 18:19
ფედერიკა მოგერინი ბრალის წაყენების შემდეგ გაათავისუფლეს
3 დეკემბერი, 2025 , 13:40
უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევის კარგი შანსი არსებობს - დონალდ ტრამპი
1 დეკემბერი, 2025 , 10:48
თეთრ სახლთან ახლოს ეროვნული გვარდიის ორი ჯარისკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
27 ნოემბერი, 2025 , 09:05


