სამართალი
იტალიაში 45 წლის საქართველოს მოქალაქე მოკლეს
იტალიაში, ქალაქ ბარის პროვინციაში, დაბა კურატოს ერთ-ერთ სკვერში 45 წლის საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.
„თავდაპირველად ეგონათ, რომ მამაკაცი ცუდად იყო. გამოიძახეს პოლიცია, მოგვიანებით შეამჩნიეს, რომ მამაკაცს ზურგზე იარაღით ჭრილობები ჰქონდა მიყენებული“,- წერს ერთ-ერთი ადგილობრივი გამოცემა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცხელ ხაზზე დილის 6 საათზე დაფიქსირდა შეტყობინება, რომლის თანახმად, სკვერში, სკამზე უცნობი მამაკაცის გვამი იყო მისვენებული. გარდაცვლილს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ აღმოაჩნდა. მამაკაცის ვინაობა სამართალდამცავეების მიერ ჩატარებული იდენტიფიკაციის შემდეგ გახდა ცნობილი.
ადგილზე, სადაც მამაკაცი ნახეს, სისხლის კვალი არ აღმოჩნდა, თუმცა მას ზურგის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. გამოძიების ვარაუდით, საქართველოს მოქალაქე სხვა ადგილას მოკლეს და სკვერში მიიტანეს.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მკვლელობამდე მამაკაცი მეუღლესთან და სხვა ქართველებთან ერთად ახლობლის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. იქ მოკლულს მცირე შეკამათება მოუვიდა.
გამოძიება გრძელდება, დაკითხულია გარდაცვლილის მეუღლე და ყველა ის პირი, ვინც დაბადების დღეს ესწრებოდა.
ანა მებურიშვილი
ირაკლი ღარიბაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა - საქართველოს პროკურატურა
12 იანვარი, 2026 , 16:26
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს
12 იანვარი, 2026 , 16:13
პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა
12 იანვარი, 2026 , 15:47
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
12 იანვარი, 2026 , 13:06
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 15 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
9 იანვარი, 2026 , 12:04
კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
9 იანვარი, 2026 , 11:03


