სამართალი
იტალიაში ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქეები დააკავეს
იტალიის სამართალდამცველებმა ქურდობისთვის დააკავეს საქართველოს ოთხი მოქალაქე. ამის შესახებ იტალიის მედიაზე დაყრდნობით რადიო „თავისუფლება“ იუწყება. ინფორმაციის თანახმად, ოთხივე დაკავებული იტალიაში არალეგალურად იმყოფებოდა.
საქართველოს მოქალაქეები ქალაქ ფაზანოს ერთ-ერთი სუპერმარკეტის მახლობლად დააკავეს. მათი ავტომანქანის ჩხრეკისას პოლიციამ იპოვა ორი სუპერმარკეტიდან მოპარული საქონელი, რომლის საერთო ღირებულება 450 ევროს შეადგენდა.
იტალიის მედიის ცნობით, ოთხივე პირი გათავისუფლებულია. მათ ქვეყნის დასატოვებლად შვიდდღიანი ვადა მიეცათ.
საკვანძო სიტყვები:
ირაკლი ღარიბაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა - საქართველოს პროკურატურა
12 იანვარი, 2026 , 16:26
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს
12 იანვარი, 2026 , 16:13
პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა
12 იანვარი, 2026 , 15:47
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
12 იანვარი, 2026 , 13:06
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 15 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
9 იანვარი, 2026 , 12:04
კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
9 იანვარი, 2026 , 11:03


