მსოფლიო
იტალიის საპარლამენტო არჩევნებში ევროკავშირისადმი სკეპტიკურად განწყობილი და ანტისაიმიგრაციო პოლიტიკის მქონე პარტიები ლიდერობენ
იტალიის საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, ხმების უმრავლესობა ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის მემარჯვენე კოალიციამ მიიღო.
კოალიციაში შემავალმა რადიკალ-მემარჯვენე „ლიგამ“ ხმათა 18.2% მიიღო, ხოლო სილვიო ბერლუსკონის „წინ, იტალიამ“ – 13.8%. კოალიციას ოდნავ ჩამორჩება ევროკავშირისადმი სკეპტიკურად განწყობილი „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“, რომელსაც ამომრჩეველთა 31.6%-მა დაუჭირა მხარი. „ლიგას“ ძირითადად უჭერენ მხარს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ხოლო „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობას“ - იტალიის სამხრეთში.
მესამე ადგილზე მმართველი დემოკრატიული პარტია გავიდა 19.1%-ით.
ამ მონაცემების მიხედვით, ბერლუსკონის კოალიცია, რომელში ანტისაიმიგრაციო პოლიტიკის მქონე „ლიგის“ გარდა რადიკალ-მემარჯვენე „იტალიის ძმები“ შედის, პარლამენტის ქვედა პალატის 248-268 ადგილს დაიკავებს, რაც არაა საკმარისი საპარლამენტო უმრავლესობისთვის. ამისთვის საჭიროა 316 ადგილის დაკავება.
„ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“ საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში 216-236 ადგილს დაიკავებს.
მონაცემები ცხადყოფს, რომ ვერცერთი პარტია დამოუკიდებლად მთავრობას ვერ ჩამოაყალიბებს. სავარაუდოდ, ბერლუსკონის კოალიცია და „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“ კოალიციურ მთავრობას ჩამოაყალიბებენ. რაც შეეხება დემოკრატიულ პარტიას, ის გამორიცხავს მემარჯვენე ძალებთან თანამშრომლობას.
ბიბისის შეფასებით, აღნიშნულ არჩევნებზე პოპულისტური ძალების მხარდაჭერა შეედრება ბრექსიტს და დონალდ ტრამპის არჩევას აშშ-ის პრეზიდენტად.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
დავაფასე კოლუმბიის პრეზიდენტის ზარი და ტონი და მოუთმენლად ველოდები მასთან შეხვედრას უახლოეს მომავალში - დონალდ ტრამპი
8 იანვარი, 2026 , 11:35
ირანში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე, 35 ადამიანი დაიღუპა და 1 200-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს - მედია
6 იანვარი, 2026 , 12:31
ვენესუელის მართვაზე პასუხისმგებელი მე ვიქნები - დონალდ ტრამპი
6 იანვარი, 2026 , 10:39
მოსამართლემ ნიკოლას მადუროს საქმეზე შემდეგი მოსმენა 17 მარტს დანიშნა
6 იანვარი, 2026 , 09:00
ვენესუელელი ხალხის უფლება, განსაზღვროს საკუთარი მომავალი, დაცული უნდა იყოს - ევროკავშირი
5 იანვარი, 2026 , 14:56
კოლუმბიაც ძალიან ავადაა, მას მართავს ავადმყოფი კაცი, რომელიც კოკაინს აწარმოებს და შეერთებულ შტატებში ყიდის, დიდხანს ვეღარ გააკეთებს ამას - დონალდ ტრამპი
5 იანვარი, 2026 , 09:20


