კომენტარი
იუსტიციის მინისტრი კვლავ საუბრობს შიდა ბოღმაზე, რაც მას და `ქართულ ოცნებას` აქვს - ხატია დეკანოიძე
,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე იუსტიციის მინისტრის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც წულუკიანმა განაცხადა, რომ თუ სააკაშვილი დაიდებს ბინას აშშ-ში მაშინ საქართველოს ხელისუფლება ამერიკასთან გამართავს მოლაპარაკებას მის გადმოცემასთან დაკავშირებით.
„ძალიან სამწუხაროა, რომ როდესაც ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტის, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში იმისთვის, რომ აჩვენოს ქართველ ხალხს, რომ ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის ურყევი და აშშ უჭერს მხარს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ამ ფონზე, იუსტიციის მინისტრი, "ქართული ოცნების" პოლიტიკური დაპირისპირების მიმართულებით ბოღმას ანთხევს და საუბრობს მიხეილ სააკაშვილის კვლავ დევნაზე“, - ამბობს დეკანოიძე.
მისივე თქმით, სტრატეგიულმა პარტნიორებმა იციან, რომ პოლიტიკური ლიდერების დევნა, მათ შორის საქართველოს მესამე პრეზიდენტის დევნა, ეს არის დამაზიანებელი პირველ რიგში საქართველოსთვის.
"სამწუხაროა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრი არ გამოდის სახელმწიფოებრივი ინტერესის ჭრილიდან და ის კვლავ საუბრობს შიდა ბოღმაზე, რაც მას და "ქართულ ოცნებას" აქვს,“ - აცხადებს დეკანოიძე.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ოქრუაშვილზე: როგორც ჩანს თავის დროზე რაღაც აწყენინა რუსებს, ახლა კი იმყოფება ჩემს ახლოს საკანში
20 ნოემბერი, 2025 , 15:43
ის, რაც ხდება ბოლო 2 დღის განმავლობაში ფეხბურთის გარშემო, მეტყველებს იმ სიბნელეზე, რაც სუფევს ამ ლიბერალურ ფაშისტებში, რადიკალურ ოპოზიციაში - ირაკლი კობახიძე
20 ნოემბერი, 2025 , 11:42
პრემიერი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროპულ ბიუროკრატიაში პირდაპირ აღიარეს, რომ ეძებენ შავ არხებს ფულის გადმოსარიცხად, როცა შავ არხებს ეძებ, განზრახვაც შავი გაქვს, სახელმწიფო ბოლომდე ეცდება საკუთარი ინტერესების დაცვას
20 ნოემბერი, 2025 , 09:46
კოლექტიური კუბილიუსები ვერ ეღირსებიან ხელისუფლებაში „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას, ამის პირობას ვიძლევით ჩვენ - ირაკლი კობახიძე
20 ნოემბერი, 2025 , 09:13
ირაკლი კობახიძე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის გაუქმებაზე: როგორ შეიძლება, რომელიღაც თანამდებობის პირის გამო ჩაშალო დიალოგი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, ჭირივით ეშინიათ დიალოგის, ეს არის საბჭოური მიდგომა, მოქმედებენ, როგორც საკავშირო ხელისუფლება
20 ნოემბერი, 2025 , 09:09
ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, მზიას მიენიჭება ბრწყინვალების ორდენი, მადლობა მზია, მაგალითად რომ მოგვევლინეთ - სალომე ზურაბიშვილი
18 ნოემბერი, 2025 , 15:42

