არქივი
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრის მოადგილედ გიორგი პატარიძე დაინიშნა
იუსტიციის მინისტრის მოადგილედ გიორგი პატარიძე დაინიშნა. მინისტრის მოადგილის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ალექსანდრე ტაბატაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ გადავიდა.
გიორგი პატარიძე პროფესიით სახელმწიფო მმართველობის სპეციალისტია. იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე ის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა; იყო საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს თავმჯდომარე, მუშაობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროში.
სახელმწიფო უწყებების გარდა, გიორგი პატარიძეს აქვს კერძო სექტორში მუშაობის წარმატებული გამოცდილებაც; ფლობს ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებს.
იუსტიციის სამინისტროში გიორგი პატარიძე კურატორობას გაუწევს სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტს, აგრეთვე, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების − „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს“, „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“, „სმართ ლოჯიქის“ − საქმიანობას, - აცნობეს მედიანიუსს იუსტიციის სამინისტროდან.
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

