არქივი
პოლიტიკა
იუსტიციის სამინისტრომ პენიტენციური სისტემის წარმომადგენლის შეწყალების კომისიის შემადგენლობაში ჩართვაზე უარი თქვა - პრეზიდენტის ადმინისტრაცია
იუსტიციის სამინისტრომ პენიტენციური სისტემის წარმომადგენლის შეწყალების კომისიის შემადგენლობაში ჩართვაზე უარი განაცხადა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მაშინდელი მინისტრის კახი კახიშვილისა და პრეზიდენტის შეხვედრისას გამოითქვა მზადყოფნა შეწყალების კომისიის შემადგენლობაში სამინისტროს წარმომადგენლის შეყვანის თაობაზე, თუმცა, სამთავრობო ცვლილებებისა და რეორგანიზაციის შემდეგ, იუსტიციის სამინისტრომ პენიტენციური სისტემის წარმომადგენლის კომისიის შემადგენლობაში ჩართვაზე უარი განაცხადა.
ცნობისთვის, კახა კახიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და შეწყალების კომისიის წევრებს მიმდინარე წლის 19 აპრილს შეხვდა. სასჯელაღსრულების სამინისტრომ მაშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საერთო სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე, რომელიც ყველა იმ ტექნიკურ დეტალზე იმუშავებს, რომელიც უწყებებს შორის კომუნიკაციისა და შეწყალების პროცესს გააუმჯობესებდა. ასევე აღნიშნა, რომ შეწყალების კომისია გაფართოვდება და მის მუშაობაში სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენელი ჩაერთვება.
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

