უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

12 მარტი, 2018 17:30
font-size

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ანა დოლიძის მოსაზრებას არ ეთანხმება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩაბარებას მიუღებლად მიიჩნევს. ის განმარტავს, ეს საბჭოს კომპეტენციაა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ობიექტურობასთან არანაირი პრეტენზია არ აქვს.

მისი თქმით, სასამართლო ხელისუფლებიდან ასეთი ფუნქციის ხელისუფლების სხვა შტოში გადატანა არასწორი იქნება, რადგან იგი ხელისუფლების დანაწილების პრინციპს ეწინააღმდეგება და თვით სასამართლო ხელისუფლებისთვის საფრთხეს შეიცავს.

„მოსაზრების დონეზე დააფიქსირა ეს პოზიცია ქალბატონმა ანამ. პირველი – საკითხი მოწესრიგებულია ორგანული კანონით საერთო სასამართლოების შესახებ, სადაც პირდაპირ წერია, რომ იუსტიციის საბჭო ატარებს საკვალიფიკაციო გამოცდას. რაც შეეხება შინაარსობრივად რომ შევხედოთ საკითხს, ეს არის სასამართლო ხელისუფლების ვალდებულება. საკვალიფიკაციო გამოცდა არის მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, ვინაიდან იუსტიცის უმაღლესი საბჭო იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ვერ აირჩევს კანდიდატს, თუ მას არ აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული. ანუ, ეს არის შერჩევა – დანიშვნის პროცესის შემადგენელი ნაწილი,”-აღნიშნა გიორგი მიქაუტაძემ.

გიორგი მიქაუტაძის განმარტებით, საბჭო საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების სრულიად განახლებულ წესზე მუშაობს, რათა გამჭვირვალობა და უსაფრთხოება უფრო მეტად იყოს დაცული. ამისთვის ისინი საერთაშორსო ექსპერტებთან ხანგრძლივად გადიოდნენ კონსულტაციას. მისივე თქმით, ტესტები თანამედროვე სტანდარტების მიხედვით შეიქმნება.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭი მუშაობს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესზე, რომელზეც იქნება ახალი დოკუმენტი. ჩვენ შევარჩიეთ საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისია, რომელიც კონფიდენციალური პროცესია. გამოცდების ეროვნული ცენტრის დახმარებით მათ გაიარეს საკვალიფიკაციო სრულყოფილი თანამედროვე ტრეინინგი. ამჟამად საბჭომ სამსჯელოდ გამოიტანა წესის პროექტი, რომლის განხილვის საშუალება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება“, - განაცხადა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ, დღეს, წამოაყენა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უნდა ჩაატაროს.

ცირა გურგენიძე

ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის ბრალდებულ გელა უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 ოქტომბერი, 2025 , 15:33

სასამართლომ თბილისის ცენტრში მოკლული ლევან ჯანგველაძის შეკვეთილ მკვლელობაში ბრალდებულს, გელა უძილაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა  - გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა. სასამართლომ სრულად გაიზიარა პრ

ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონიანი გირაო შეეფარდა

24 ოქტომბერი, 2025 , 14:44

ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1მილიონიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილ

მწერალი ზვიად კვარაცხელია დააკავეს

24 ოქტომბერი, 2025 , 14:21

მწერალი ზვიად კვარაცხელია დააკავეს. მას სავარაუდოდ, რუსთაველზე გზის გადაკეტვას ედავებიან.  გავრცელებული ინფორმაციით,  დღეს პოლიციამ უკვე 10 ადამიანი დააკავა,   რომელთა შორის არიან იურისტ გიორგი მშვენი

ზურაბ ცეცხლაძე დააკავეს

24 ოქტომბერი, 2025 , 12:41

გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ცეცხლაძე დააკავეს - ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტები ავრცელებენ.  არსებული ცნობით, სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა სახლში მარტო იმყოფებოდა, როდესსაც სამართალდამცველები

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს

24 ოქტომბერი, 2025 , 11:31

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა. უწყების განმარტებით, ღარიბა

დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე

22 ოქტომბერი, 2025 , 22:20

ადმინისტრაციული წესით დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა გზის უკანონოდ გადაკეტვის მცდელობაში, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. რაც შეეხება ახალგაზრდა ქალს, რომელიც პოლიციის ავტომა