უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

29 ნოემბერი, 2017 15:40
font-size

ივანე მერაბიშვილს ადვოკატები აღარ დაიცავენ

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად მსჯავრდებული ივანე მერაბიშვილი საქართველოს საერთო სასამართლოებს უნდობლობას უცხადებს.

მერაბიშვილის გადაწყვეტილებით, ამიერიდან მას ადვოკატები აღარ დაიცავენ.

შესაბამისი განცხადება მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ საქმის პროცესზე გააკეთა.

როგორც გიორგი ჩივიაშვილმა სხდომაზე აღნიშნა, „სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ გამოძიება საწყის ეტაპზე საერთოდ არ ჩაატარა“.

„ხოლო შემდგომ ჩატარებული გამოძიებით დადასტურდა დანაშაულის არარსებობის ფაქტი. სტრასბურგმა კი, მიიჩნია, რომ მერაბიშვილის საკნიდან გამოყვანით ხელისუფლება მისგან ითხოვდა სხვა მიზნებს - ჟვანიას საქმეზე ჩვენებას, მიხეილ სააკაშვილის ე.წ ანგარიშებთან დაკავშირებით ინფორმაციას. მერაბიშვილი ამ მოცემულობიდან გამომდინარე უნდობლობას უცხადებს საქართველოს საერთო სასამართლოებს“,-განმარტა ადვოკატმა.

ბრალდების მხარისთვის კი გაუგებარია, რა კავშირი აქვს სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას „იმედის“ საქმესთან.

როგორც ჯარჯი წიკლაურმა საპასუხო სიტყავში აღნიშნა, „არასწორ ინტეპრეტირებას უკეთებენ ამ გადაწყვეტილებას“.

„ჩვენი პროცესი საჯაროდ შუქდება და შესაბამისად ჩვენც გვინდა, ბრალდების მხარემ დააფიქსიროს ამ ნაწილში საკუთარი პოზიცია. სასამართლომ ცალსახად აღნიშნა თავის გადაწყვეტილებაში, რომ ამ შემხთვევაში, ჩვენს საქმეზე, ბრალდებული ივანე მერაბიშვილის მიმართ არ ყოფილა პოლიტიკური მოტივით განხორციელებული დევნა. მის მიმართ შეფარდებული დაკავება, მის მიმართ შეფარდებული პატიმრობა შესაბამისი იყო კონვეციის მეხუთე მუხლთან“,-განმარტა წიკლაურმა.

აღნიშნული განცხადებების შემდეგ, მოსამართლის გადაწყვეტილებით სხდომა დაიხურა. უახლოეს პერიოდში კი, ვანო მერაბიშვილს სახაზინო ადვოკატს დაუნიშნავენ და ამის შემდეგ გაგრძელდება „იმედის“ საქმის განხილვა.

მონიკა დავლიანიძე

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მასთან ერთად დაკავებული პირები - გიორგი ხაინდრავა და ვასილ მხეიძე კვლავ პატიმრობაში რჩებიან

6 თებერვალი, 2026 , 17:07

თავდაცვის ყოფილი მინისტრი და მასთან ერთად დაკავებული პირები - გიორგი ხაინდრავა და ვასილ მხეიძე კვლავ პატიმრობაში რჩებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. დღევან

სამართალდამცველებმა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად 31 ერთეული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, დაკავებულია 39 პირი -შსს

6 თებერვალი, 2026 , 12:33

სამართალდამცველებმა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად 31 ერთეული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახვე

ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო პატიმრობით შეეცვალა - პროკურატურა

4 თებერვალი, 2026 , 16:15

ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო პატიმრობით შეეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს და განმარტავს, რომ შესაბამი

პროკურატურა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაშიც შევიდა

4 თებერვალი, 2026 , 15:40

"TVპირველის" ინფორმაციით, პროკურატურა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაშიც შევიდა. ამოღებულია დოკუმენტები და გამოკითხეს თანამშრომლებიც.  ცნობილია, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია სს „ელექტრომოძრავი

მიგრაციის დეპარტამენტმა ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოდან უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე გააძევა

3 თებერვალი, 2026 , 12:41

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას ამის შესა

პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავა, მათ შორის სამი ე.წ. კანონიერი ქურდია

3 თებერვალი, 2026 , 11:49

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს. ას

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი