რეგიონები
 
 
					
					 
											ივნისში აბაშის გამგეობამ სოციალური პროგრამების ფარგლებში 150 ბენეფიციარზე 39 901 ლარი გასცა
ივნისში აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოციალური პროგრამების ფარგლებში 150 ბენეფიციარზე 39 901 ლარის დახმარება გასცა - ამის შესახებინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ინფორმაციით, მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების დახმარების პროგრამით, 51 ბენეფიციარზე 27 701 ლარი და დიალიზის პროგრამაში მონაწილე ავადმყოფთა მგზავრობის მხარდაჭერის პროგრამით 7 ბენეფიციარზე - 1050 ლარი გაიცა.
დახმარება გაეწია მრავალშვილიან ოჯახებს და ომის ვეტერანებსაც. 72 მრავალშვილიან ოჯახზე (3 და მეტი შვილი 0-დან 18 წლის ასაკამდე) 7200 ლარი, მე-3 და მეტი ახალშობილი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამით, 2 ოჯახზე - 900 ლარი; 5 ბენეფიციარზე 750 ლარი გაიცა ომის მონაწილე ვეტერანების დახმარების პროგრამით, ხოლო ომის მონაწილე გარდაცვლილ ვეტერანთა ოჯახების დახმარების პროგრამით - 1 ოჯახზე 250 ლარი.
ასევე დაფინანსდა მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახების დახმარების პროგრამით - 28 ოჯახზე 4250 ლარი. დახმარებები გაიცა შშმ პირებზე სამედიცინო პროგრამების შესაბამისად. კერძოდ, მკვეთრად გამოხატული შშმ (I ჯგუფი) პირების დახმარების პროგრამით - 6 ბენეფიციარზე 1200 ლარი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დახმარების პროგრამით - 2 ოჯახზე 400 ლარი.
საკვანძო სიტყვები:
 
													ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა
13 ოქტომბერი, 2025 , 12:53
თოვლის და ლიპყინულის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
13 ოქტომბერი, 2025 , 11:22
 
													ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი
30 სექტემბერი, 2025 , 13:35
ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე დამეწყრილი სოფლებში ჩავიდნენ
18 სექტემბერი, 2025 , 17:59
 
													გივი მიქანაძემ რაჭაში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა
16 სექტემბერი, 2025 , 11:51
 
													მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 109-ე კმ-ზე მეწყერის ჩამოწოლის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
10 სექტემბერი, 2025 , 10:55
 
				

 
								