არქივი
პოლიტიკა
კახა კახიშვილი ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ჯონ ლითჩერს შეხვდა
ასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ჯონ ლითჩერს შეხვდა.
კახა კახიშვილმა შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამერიკულ მხარესთან პარტნიორობა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უცვლელი პრიორიტეტია. ამასთან, მინისტრმა ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტს საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარ თემას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები წარმოადგენდა. კახა კახიშვილმა პატიმართა რისკების მიხედვით კლასიფიკაციაზე, სასჯელის ინდივიდუალურ დაგეგმვაზე, პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვისა და სარეჟიმო პირობების უზრუნველყოფის, პენიტენციური ჯანდაცვის გაუმჯობესების, პატიმრობის ალტერნატიული სასჯელების განვითარების, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და დასაქმების მიზნით განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის ხელმძღვანელობით, დოჯისა და კოლუმბიის სასჯელაღსრულების დაწესებულებებს, სრულწლოვან მამაკაც მსჯავრდებულთათვის განკუთვნილ და თავისუფლებისთვის მოსამზადებელ დაწესებულებებსა და ჯონ ბურკის სასჯელაღსრულების ცენტრს ესტუმრა.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გათავისუფლებისთვის მოსამზადებელ დაწესებულებაში ვიზიტი იყო, რადგან პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საქართველოში ახალი ტიპის - გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულების გახსნასაც ითვალისწინებს. მსჯავრდებულებს კონკრეტული პროფესიის დაუფლების, უქმე დღეებში დაწესებულების დატოვების და ოჯახთან სტუმრობის, დოკუმენტაციის მოწესრიგებისა და სამსახურის მოძიების შესაძლებლობა ექნებათ,“ - განაცხადა მინისტრმა.
ვისკონისნის სასჯელაღსრულების დეპარტამენტში შეხვედრების დასრულებისას, მხარეებმა აღნიშნეს, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროსა და ვისკონსინის სასჯელაღსრულების დეპარტამენტს შორის რამდენიმეწლიანი მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა მჭიდრო ურთიერთანამშრომლობაში გადაიზარდა.
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

