უახლესი ამბები
არქივი
კომენტარი
კახა კალაძე „ბავშთა სამყაროს“ ხანძრით დაზარალებულებს შეხვდება
„ბავშთა სამყაროს“ ხანძრით დაზარლებულებმა, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, დღეს მორიგი აქცია გამართეს.
დაზარალებულები ბანკებთან შუამდგომლობა და ზარალის სრულად ანაზღაურება მოითხოვეს.
აქციის მონაწილეებმა ასევე, მერობის კანდიდატთან შეხვედრა მოითხოვეს და კალაძეს ვადა 27 სექტემბრამდე მისცეს.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა მერობის კანდიდატი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას დაზარალებულებთან შეხვედრა უკვე ქონდა, თუმცა მოთხოვნის შემთხვევაში, 27 სექტემბერს კვლავ შეხვდება.
„სააკაშვილის ერთ-ერთი კუდრაჭა, ბატონი, გვარი არ მახსოვს, პიროვნება ვინც ამ ყველაფრის ორგანიზებას ახდენს, იყენებს ამ ადამიანების უბედურებას და გაჭირვებას. სამწუხაროა, რომ თვითონ ეს ადამიანებიც, გაუგებარი წარმოშობის ადამიანებს, აძლევენ საშუალებას, რომ მათი გაჭირვება პოლიტიკურ აქტიურობისთვის გამოიყენონ“,-აღნიშნა კახა კალაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში.
მონიკა დავლიანიძე