კომენტარი


კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატზე: პრემიერ-მინისტრი თვითონ გამოაცხადებს გადაწყვეტილებას
თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით განხილვები დაწყებულია, თუმცა დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას, - განუცხადა ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ თემის კომენტირებისას.
"ამასთან დაკავშირებით გუნდში განხილვა დაიწყო. დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას. ჩატარდება პოლიტსაბჭოს სხდომა და პრემიერ-მინისტრი თვითონ გამოაცხადებს გადაწყვეტილებას. მე მესმის, რომ ძალიან დიდია საზოგადოებაში ინტერესი, თუ ვინ იქნება კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" და ეს ყველაფერი ცნობილი იქნება უახლოეს მომავალში", - განაცხადა კალაძემ.
არსებული ინფორმაციით, "ქართული ოცნებიდან" თბილისის მერობის კანდიდატი სწორედ კახა კალაძე იქნება.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ ვინ შეცვლის მას ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე, კალაძემ განაცხადა, რომ ესეც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ქვეყანაში ვითარების „გაცხელებაზე” სხვების მუქარებიც მოგვისმენია წინა წლებში, ცივი გონებით მოქმედება სჯობს -არჩილ თალაკვაძე
23 იანვარი, 2021 , 17:10

სტრასბურგში გამარჯვება არის საერთო სახალხო მოქმედების შედეგი, ნურც ერთი მინისტრი ნუ მიიწერს ამ გამარჯვებას - ანა დოლიძე
21 იანვარი, 2021 , 17:10

სახალხო დამცველის განმარტება ციხეთა სისტემაში შექმნილ ვითარებაზე საგანგაშოა - ცენტრი “ემპათია”
20 იანვარი, 2021 , 15:40
თუ რამე იციან, თქვან, თუ არადა, ჭორაობას თავი დაანებონ - გიორგი ვაშაძე
18 იანვარი, 2021 , 18:16

ნატო ჩხეიძე: ვისაც უწმაწური სიტყვების გარეშე აზრის გამოთქმის უნარი არ აქვს, მათ „მოსაზრებებს” ვშლი
18 იანვარი, 2021 , 12:25

ალბათ ახლა ჯობია, მე სხვა საქმეებით ვიყო დაკავებული, ვიდრე პოლიტიკით - დავით საგანელიძე
16 იანვარი, 2021 , 15:40