უახლესი ამბები
არქივი
პოლიტიკა


კახა კალაძის წინააღმდეგ ათეულობით ასეთი მასალა და ლინკია - არჩილ თალაკვაძე
,,ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, არჩილ თალაკვაძე წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციის მხრიდან დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს.
როგორც თალაკვაძემ ტელეკომპანია ,,იბერიას“ პირდაპირ ეთერში გადაცემაში ,,ცენზურის გარეშე“ განაცხადა, საუბარია ოთხი მიმართულებით დარღვევებზე, რომელთა შესახებაც მმართველმა პარტიამ სადამკვირვებლო მისიებს აცნობა.
,,მთელი ქვეყნის მასშტაბით მრავლობით მისამართზე ჩვენ დოკუმენტირებული გვაქვს და შეიმჩნევა ჩვენი წინასარჩევნო და სააგიტაციო მასალების, პლაკატების, პოსტერების განადგურება, რაც არღვევს წინასაარჩევნო თამაშის წესებს.
მეორე არის ის, რომ ხდება სოციალურ მედიაში მადისკრეტირებელი და დეზინფორმაციული კამპანიების და მასალების დაფინანსება. ჩვენ ათეულობით ლინკი გადავუგზავნეთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, სადაც პირდაპირ ნაჩვენებია, თუ როგორ აფინანსებს ესა თუ ის ოპოზიციური ძალა ჩვენ წინააღმდეგ შექმნილ დეზინფორმაციას.
ჩვენ ვიცით ერთი რამ, რომ ეს მასალები არის შექმნილი ჩვენი და ჩვენი კანდიდატების წინააღმდეგ. მაგალითად, ბატონი კახა კალაძის წინააღმდეგ ათეულობით ასეთი მასალა და ლინკია. ჩვენ ეს გადავუგზავნეთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და ახლა უკვე, რა თქმა უნდა, მათი პრეროგატივაა, გაარკვიონ და გამოიკვლიონ, კონკრეტულად რომელი ადამიანი, რომელი პოლიტიკური პარტია დგას ამის უკან. არ მინდა, ბრალდებები ჩემგან გაკეთდეს, საჭიროა ამის გარკვევა და გამოკვლევა.
მესამე მნიშვნელოვანი დარღვევა ეს არის, როდესაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კანონდარღვევით მონაწილეობენ წინასაარჩევნო აგიტაციაში. რამდენიმე შემთხვევაში დოკუმენტირებული ფაქტებია, როდესაც ისინი ზეწოლას ახდენდნენ კონკრეტული ოპოზიციური პარტიის სასარგებლოდ ამომრჩეველზე, როდესაც ამის უფლება არ ჰქონდათ“, - განაცხადა თალაკვაძემ.
რაც შეეხება მეოთხე დარღვევას ოპოზიციის მხრიდან, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის თქმით, ეს არის ,,ქართული ოცნების“ ოფისების საქმიანობისთვის ხელის შეშლა, როდესაც ,,სავარაუდოდ, ოპოზიციის მიერ მართულმა ჯგუფებმა მოაწყვეს აქციები და სცადეს ოფისების ბლოკირება.“
,,გასარკვევია, რატომ იყენებენ ამ მეთოდებს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

დავით გარეჯის თემა კიდევ ერთი ინდიკატორი გახდა იმისა, თუ რას წარმოადგენს დღევანდელი სახალხო დამცველი - გია ვოლსკი
5 მარტი, 2021 , 20:36

ლიეტუვისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით „მედიატორთა ჯგუფის“ ჩამოყალიბებას აპირებენ
5 მარტი, 2021 , 20:26

ვესაუბრე მიხეილ სააკაშვილს და შევჯერდით, რომ არასწორია პლებისციტის იდეის დამუნათება - გიგი უგულავა
5 მარტი, 2021 , 16:05

იმ ექვსი პუნქტიდან, რომელიც ოპოზიციამ დააყენა, ოთხ პუნქტთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ვმუშაობთ, ახლა საქმე მათ მხარეს არის - შალვა პაპუაშვილი
5 მარტი, 2021 , 12:25

აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამაგალითო თანამშრომლობა მომდევნო წლებში გაძლიერდება - დავით ზალკალიანი
5 მარტი, 2021 , 12:25

მიხეილ სარჯველაძემ და შალვა პაპუაშვილმა „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონპროექტის პრეზენტაცია გამართეს
5 მარტი, 2021 , 12:25