სამართალი
კახეთის პოლიციამ დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უკრაინის მოქალაქე
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკრაინის მოქალაქე 2000 წელს დაბადებული ვ.ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ცნობით, დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა თბილისში, ბრალდებულის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: „მეტადონი”, „მეფედრონი” და „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტროსასწორები.
ბრალდებულის მიერ მითითებული ლოკაციებიდან სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ასევე ამოიღეს მის მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 19-260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
საკვანძო სიტყვები:
ირაკლი ღარიბაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა - საქართველოს პროკურატურა
12 იანვარი, 2026 , 16:26
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს
12 იანვარი, 2026 , 16:13
პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა
12 იანვარი, 2026 , 15:47
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
12 იანვარი, 2026 , 13:06
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 15 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
9 იანვარი, 2026 , 12:04
კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
9 იანვარი, 2026 , 11:03


