უკან

სამართალი

20 ნოემბერი, 2017 12:45
font-size

კახეთში ადგილობრივები სახელმწიფოსგან საქართველოს ბანკის საკუთრებაში არსებული მიწის გამოსყიდვას მოითხოვენ

დედოფლისწყაროში 4 სოფლის მოსახლეობა ხელისუფლებისგან 3 500 ჰექტარი მიწის გამოსყიდვას ითხოვს.

საუბარია, სახნავ-სათესი მიწებზე, რომელიც ამ დროისთვის საქართველოს ბანკის საკუთრებაშია.

მიწები 2012 წელს სესხის სანაცვლოდ კომპანია ,,ჯეოაგრომ“ დააგირავა. კომპანია 2016 წლამდე სესხის პირობებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს არ ასრულებდა, რის გამოც 3 500 ჰა ბანკის საკუთრებაში გადავიდა.

ადგილობრივები აქციას სოფელ ზემო ქედაში მართავენ.

მოსახლეობის განცხადებით, მაშინ, როდესაც ეს მიწები ეკუთვნოდა ,,ჯეოაგროს“, კომპანია გლეხებს აძლევდა იმის საშუალებას, რომ გირის სანაცვლოდ მათ ეს მიწები დაემუშავებინათ.

თუმცა, მას შემდეგ, რაც საქართველოს ბანკის საკუთრებაში გადავიდა აღნიშნული მიწები, საქართველოს ბანკს დაცვა ჰყავს დაყენებული ტერიტორიაზე და აღარ აძლევს ადგილობრივებს მიწის დამუშავების უფლებას.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მიმართავენ რადიკალურ ზომებს, მოაწყობენ გაფიცვებს და ჩაშლიან სასწავლო პროცესს სკოლებსა და ბაღებში.

მათივე თქმით, აღნიშნული მიწების გამოსყიდვა სახელმწიფოს ვალდებულებაა, რადგან საქმე გლეხებს ეხება, რომლებსაც მიწების დამუშავების საშუალება აღარ აქვთ.

,,მივაკითხავთ დედოფლისწყაროში გამგებელს და ის იძულებული იქნება, გამოიძახოს გუბერნატორი და პარლამენტში არჩეული დეპუტატი. კეთილი ინებოს და მთავრობამ მისცეს მათ დავალება, რათა გადავწყვიტონ ეს პრობლემა მშვიდობიანად. წინააღმდეგ შემთხვევაში გაფიცვებს მოვაწყობთ, არც სკოლებს მივცემთ მუშაობის საშუალებას, არც ბაღებს და არც იმ გამგებელს არ შევუშვებთ კაბინეტში“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ნინო ექვთიმიშვილი

დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე

22 ოქტომბერი, 2025 , 22:20

ადმინისტრაციული წესით დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა გზის უკანონოდ გადაკეტვის მცდელობაში, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. რაც შეეხება ახალგაზრდა ქალს, რომელიც პოლიციის ავტომა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი

22 ოქტომბერი, 2025 , 19:30

სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა. ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ განაცხად ანტიკორუფციული საა

პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა

22 ოქტომბერი, 2025 , 17:39

პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა. გამოძიების ინფორმაცი

დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს

22 ოქტომბერი, 2025 , 11:39

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს, - ა

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარაში თურქეთის მოქალაქე დააკავა

22 ოქტომბერი, 2025 , 11:06

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა

18-19 ოქტომბრის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის14 პირია დაკავებული - შსს

21 ოქტომბერი, 2025 , 18:37

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18-19 ოქტომბრის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისთვის, 14 პირია დაკავებული. დაკავებულთაგან ერთ-ერთი გადაყვან