უახლესი ამბები
არქივი
კომენტარი
კალაძეს ამომრჩევლის მიყვანა გაუჭირდება - ვახტანგ ძაბირაძე
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე თვითმმართველობის არჩევნების პირველივე ტურში კახა კალაძის გამარჯვებას ეჭვქვეშ აყენებს.
როგორც ძაბირაძემ გაზეთ ,,რეზონანსთან’’ ინტერვიუში განაცხადა, თბილისის მერობის კანდიდატს ,,ქართული ოცნებიდან’’ არჩევნებზე ხალხის მიყვანა გაუჭირდება.
,,კალაძე უალტერნატივო გამარჯვებული კანდიდატი იქნება. ქართული ოპოზიცია შოკიდან კიდევ ვერ გამოვიდა, რასაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ჰქვია. ისევ დაშლილი და დაფრაგმატებული მიდიან არჩევნებზე.
თვითმმართველობის არჩევნებს თავისი სპეციფიკა აქვს, მოსახლოება, ამომრჩეველი ყოველთვის მიდიოდა გაცილებით მცირე, ვიდრე საპარლამენტო არჩევნებზე. ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორია პარტიული სტრუქტურა და რამდენად არის გამართული.
დღეს ოპოზიციას, რომ გადახედავთ, ისევ გადანაწილების პროცესში არიან. ახლა უბრალოდ, საკითხავია, კალაძე გაიმარჯვებს თუ არა პირველ ტურში, რაც პრობლემაა. მგონია, რომ პირველ ტურში შესაძლოა, ვერ გაიმარჯვოს. ამომრჩევლის მიყვანა გაუჭირდება. ,,ნაციონალები’’ და სხვა პარტიები თავის ამომრჩეველს მიიყვანენ. ეს საკმარისი არ იქნება, რომ არჩევნებში გაიმარჯვონ, მაგრამ იმისათვის, კი საკმარისი იქნება, რომ პირველივე ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლინდეს’’, - ამბობს ანალიტიკოსი.