არქივი
მსოფლიო
კალიფორნიის ვეტერანთა სახლში მძევლად აყვანილი სამი ქალი მოკლული იპოვეს
კალიფორნიაში, იონტვილის ვეტერანთა სახლში აყვანილი სამი მძევალი ქალი მოკლული იპოვეს. ასევე მკვდარია შეიარაღებული თავდასხმელი, რომელიც აღმოჩნდა ჩართული Pathway Home-ის სარეაბილიტაციო პროგრამაში, რომელიც განკუთვნილია პოსტტრავმატული სტრესული აშლილობის მქონე ვეტერანებისთვის. თავდასხმელმა აღნიშნული სარეაბილიტაციო ცენტრი 2 კვირის წინ დატოვა.
ოლქ ნაპას შერიფის, ჯონ რობერტსონის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა აშშ-ის დროით პარასკევს დილის 10:30 საათიდან ცდილობდნენ თავდასხმელთან დაკავშირებას. რობერტსონის თქმით, მათთვის ცნობილია თავდასხმელის ვინაობა, თუმცა არ დაუსახელებია.
უცნობია თავდასხმის მოტივი.
კალიფორნიის ვეტერანთა სახლი ერთ-ერთი უმსხვილესია აშშ, მასში 1000-მდე სამხედრო ვეტერანი ცხოვრობს. The Pathway Home იქვე, ცალკე შენობაში მდებარეობდა, სწორედ ამ დაწესებულების თანამშრომლები იყვნენ მძევლად აყვანილი ქალები.
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

