უკან

პოლიტიკა

31 ოქტომბერი, 2017 14:15
font-size

ხატია დეკანოიძემ საარჩევნო დარღვევების შესახებ ბრიფინგი გამართა

”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ საარჩევნო დარღვევების შესახებ ბრიფინგი გამართა და მედიის წარმომადგენლებს ვიდეომასალა წარუდგინა, სადაც მისი თქმით გაყალბების კონკრეტული ფაქტები ჩანს.

როგორც დეკანოიძემ განაცხადა, არჩევნებზე ადგილი ჰქონდა ერთი და იმავე ამომრჩევლის მიერ ორჯერ მიცემულ ხმას, კარუსელს, ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ხმის მიცემას.

მისი თქმით, გლდანის მე-13 სარჩევნო უბანზე გადაღებულ კადრებში ჩანს, ერთი და იგივე ამომრჩეველი როგორ შედის კაბინაში, ბიულეტენს ხაზავს და საარჩევნო ყუთში აგდებს. ამ მოქმედებას ერთი და იგივე ამომრჩეველი ორჯერ იმეორებს.

„ის დარღვევები, რომელიც მე დღეს წარმოგიდგინეთ, არის ორგანიზებული და იყო არა მხოლოდ რამდენიმე უბანზე, არამედ მასშტაბი უფრო დიდია, პრაქტიკულად, საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში, უბანზე მსგავსი დარღვევები მიმდინარეობდა,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისივე ინფორმაციით, ენმ-ს წარმომადგენლებს მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით საჩივარი უკვე დაწერილი აქვთ და ისინი ცესკო-სგან რეაგირებას ელოდებიან.

ნინო ექვთიმიშვილი

პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება

26 ნოემბერი, 2024 , 12:11

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტს მიმართავს წინადადებით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართოს. აღნიშნულის შესახებ პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პა

დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან მან, თუ ერთმა, მმართველმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია! ძალიან მეცოდებიან - პრეზიდენტი

25 ნოემბერი, 2024 , 19:11

დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს და საქართველოს პარლამენტმა თუ მმართველმა გუნდმა, ერთმა პარტიამ დაიხია თავზე კონსტიტუცია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში გან

„პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა - ნიკა გვარამია

25 ნოემბერი, 2024 , 18:15

სიების ჩახსნაზე ჩემი და ნიკა მელიას მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ცესკოს ჩაბარდა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. „სად ვარ და რაზ

დადექით ხალხთან ერთად არა ცალ-ცალკე, არამედ ერთად, კარავში გაათიეთ ღამეები, ასხივეთ თავდაჯერებულობა და სიძლიერე - ლაშა ბერულავა

25 ნოემბერი, 2024 , 17:38

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში წერს: „ახლა, როცა დღევანდელი აქციაც იშლება, დავწერ იმას, რაც აქამდეც ცხადი იყო, მაგრამ არ ვწერდი(თ) გასაგები მიზეზების გამო, რადგან "ამის დრო არ იყო": ძვირფასო ოპოზიცია! სან

XI მოწვევის პარლამენტმა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა

25 ნოემბერი, 2024 , 17:18

XI მოწვევის პარლამენტმა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომიტეტებს უმრავლესობის შემდეგი წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ: აგრარულ საკითხთა კომიტეტი - გელა სამხარა

„შავი ორშაბათი“ საქართველოში - სალომე ზურაბიშვილი

25 ნოემბერი, 2024 , 17:10

„შავი ორშაბათი“ საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რითაც დღეს, საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.