უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

23 ივლისი, 2025 18:07
font-size

ხმა არ აქვს ვიდეოს, რომელიც ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ პროკურატურის მთავარი მტკიცებულებაა

ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, რაც 19 წლის ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ პროკურატურას აქვს, არის თავად ცეცხლაძისავე ჩაწერილი ფეისბუქ-ლაივი. პოლიციელებმა მას ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ გვერდზე მიაგნეს, ჩამოწერეს და საქმეს დაურთეს.

დღეს, 23 ივლისის სხდომაზე, როცა ეს ვიდეო უნდა გამოეკვლიათ, აღმოჩნდა, რომ მას ხმა არ აქვს. ვიდეოს ორიგინალი ვერსია „დაფიონის” გვერდიდან თვეებია წაშლილია – როგორც ცეცხლაძის ახლობლები ამბობენ, ის სავარაუდოდ საჩივრების (report) გამო წაიშალა და ამ დრომდე აქვთ კომუნიკაცია META-სთან მისი აღდგენის მიზნით.

თავდაპირველად, ადვოკატებმა თქვეს, რომ მათ პროკურატურამ უხმო ვიდეო მიაწოდა. ეს ტექნიკური ხარვეზით აიხსნა და გადაწყდა, რომ მოისმენდნენ სასამართლოსთვის გადაცემულ ვერსიას, რომელსაც „დედანს“ უწოდებენ.

ამისთვის სხდომაზე შესვენების გამოცხადებაც კი გახდა საჭირო.

შესვენების შემდეგ მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დარბაზში შეიტანა ვიდეოს ის ასლი, რომელიც სასამართლოში დალუქულ მდგომარეობაში იყო შენახული. ხმა არც მას არ აღმოაჩნდა.

პროკურორები – ვაჟა თოდუა და ვახტანგ ცალუღელაშვილი აცხადებენ, რომ გამომძებლებმა, რომელმაც ვიდეო „დაათვალიერა“ დეტალურად აღწერა მისი შინაარსი და შეუძლიათ დათვალიერების ოქმით ისარგებლონ.

ზვიად ცეცხლაძის ინფორმაციით, ვიდეოში ის საუბრობს, როგორ უნდა დაიცვან თავი მოქალაქეებმა დარბევისას, როგორც გაუმკლავდნენ მოძალადე პოლიციელებს, სპეცრაზმელებს და ა.შ.

რადგან პროკურატურა ვერ ადასტურებს ზვიად ცეცხლაძის, როგორც „ძალადობის ორგანიზატორისა“ და სხვა ბრალდებულების, როგორც ამ ძალადობრივი ქმედებების მონაწილეებს შორის კავშირს, მათი ლოგიკა ასეთია: მოქალაქეებმა უყურეს ცეცხლაძის ფეისბუქ-ლაივს „დაფიონის“ გვერდზე, იქ მოსმენილი მოწოდებების შემდეგ გავიდნენ აქციაზე და შეუერთდნენ „ძალადობრივ ჯგუფს“.

___

19 წლის სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე ახალგაზრდული მოძრაობა “დაფიონის” ერთ-ერთი ლიდერია. ის აქტიურად იყო ჩართული რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში. 2024 წლის 19 აპრილს, თანამებრძოლებთან ერთად მან დაგეგმა სტუდენტური აქცია, რომელსაც ათასობით მოქალაქე შეუერთდა. მათ მიმართა მოედანზე დადეს ფიცი, რომ დაიცავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას მტრისგან – რუსეთისგან.

2024 წლის 4 დეკემბერს ცეცხლაძე დააკავეს. პროკურატურა მას აქციაზე ჯგუფური ძალადობას ორგანიზებას ედავება. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გამოძიება ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში: 225-ე მუხლის პირველი ნაწილი – ისჯება 6-დან 9 წლამდე ციხით. ხოლო თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გიორგაძეს და ილსამ ალიევს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში სდებს ბრალს – სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილი: ისჯება 4-დან 6 წლამდე პატიმრობით.

წყარო

ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის ბრალდებულ გელა უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 ოქტომბერი, 2025 , 15:33

სასამართლომ თბილისის ცენტრში მოკლული ლევან ჯანგველაძის შეკვეთილ მკვლელობაში ბრალდებულს, გელა უძილაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა  - გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა. სასამართლომ სრულად გაიზიარა პრ

ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონიანი გირაო შეეფარდა

24 ოქტომბერი, 2025 , 14:44

ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1მილიონიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილ

მწერალი ზვიად კვარაცხელია დააკავეს

24 ოქტომბერი, 2025 , 14:21

მწერალი ზვიად კვარაცხელია დააკავეს. მას სავარაუდოდ, რუსთაველზე გზის გადაკეტვას ედავებიან.  გავრცელებული ინფორმაციით,  დღეს პოლიციამ უკვე 10 ადამიანი დააკავა,   რომელთა შორის არიან იურისტ გიორგი მშვენი

ზურაბ ცეცხლაძე დააკავეს

24 ოქტომბერი, 2025 , 12:41

გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ცეცხლაძე დააკავეს - ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტები ავრცელებენ.  არსებული ცნობით, სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა სახლში მარტო იმყოფებოდა, როდესსაც სამართალდამცველები

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს

24 ოქტომბერი, 2025 , 11:31

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა. უწყების განმარტებით, ღარიბა

დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე

22 ოქტომბერი, 2025 , 22:20

ადმინისტრაციული წესით დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა გზის უკანონოდ გადაკეტვის მცდელობაში, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. რაც შეეხება ახალგაზრდა ქალს, რომელიც პოლიციის ავტომა