უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

29 მაისი, 2018 12:35
font-size

ხორავას ქუჩაზე, მკვლელობის ადგილზე ნაპოვნი მაკრატელი ეკუთვნის შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას - პროკურატურა

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ხორავას ქუჩაზე, მკვლელობის ადგილზე ნაპოვნი მაკრატელი ეკუთვნის შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას.

როგორც მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, საგამოძიებო ცდილობს მაქსიმალურად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია აღნიშნული ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ კანონის ფარგლებში.

პროკურორმა შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ მტკიცებულებებზე ისაუბრა და განმარტა, რომ სულ ადგილიდან ამოღებულია 22 ობიექტი.

„შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა საქმესთან დაკავშირებული სხვადასხვა ნივთები, ჯამში 22 ობიექტი. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება გახლავთ ბრალდებულ გ.ჯ-ს შავტარიანი, გასაშლელი დანა სისხლის ლაქებით. ხსენებულ დანაზე გამოძიების მიერ ჩატარდა ყველა საჭირო ექსპერტიზა, მათ შორის ბიოლოგიური ექსპერტიზა, რომლის შედეგადაც დანაზე აღმოჩნდა როგორც ერთ-ერთი მოკლულის, დ.ს-ს ბიოლოგიური პროფილი, ასევე ბრალდებულის ბიოლოგიური პროფილი. ამით ცალსახად დგინდება, რომ ხსენებულმა ბრალდებულმა მიაყენა დაზიანებები აღნიშნული დანით.

ასევე ამოღებული იქნა შემთხვევის ადგილზე სამედიცინო მაკრატელი. ჩატარებული საგამძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ეს მაკრატელი ეკუთვნის შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას, რომელსაც დარჩათ ეს ნივთი შემთხვევის ადგილზე. აღნიშნული გარემოება დადასტურდა ექიმების ჩვენებებით. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებით სხვა მაკრატელი ან რაიმე საგნის არსებობა არ დგინდება“, - განაცხადეს პროკურატურაში.

ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის ბრალდებულ გელა უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 ოქტომბერი, 2025 , 15:33

სასამართლომ თბილისის ცენტრში მოკლული ლევან ჯანგველაძის შეკვეთილ მკვლელობაში ბრალდებულს, გელა უძილაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა  - გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა. სასამართლომ სრულად გაიზიარა პრ

ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონიანი გირაო შეეფარდა

24 ოქტომბერი, 2025 , 14:44

ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1მილიონიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილ

მწერალი ზვიად კვარაცხელია დააკავეს

24 ოქტომბერი, 2025 , 14:21

მწერალი ზვიად კვარაცხელია დააკავეს. მას სავარაუდოდ, რუსთაველზე გზის გადაკეტვას ედავებიან.  გავრცელებული ინფორმაციით,  დღეს პოლიციამ უკვე 10 ადამიანი დააკავა,   რომელთა შორის არიან იურისტ გიორგი მშვენი

ზურაბ ცეცხლაძე დააკავეს

24 ოქტომბერი, 2025 , 12:41

გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ცეცხლაძე დააკავეს - ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტები ავრცელებენ.  არსებული ცნობით, სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა სახლში მარტო იმყოფებოდა, როდესსაც სამართალდამცველები

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს

24 ოქტომბერი, 2025 , 11:31

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა. უწყების განმარტებით, ღარიბა

დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე

22 ოქტომბერი, 2025 , 22:20

ადმინისტრაციული წესით დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა გზის უკანონოდ გადაკეტვის მცდელობაში, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. რაც შეეხება ახალგაზრდა ქალს, რომელიც პოლიციის ავტომა