სამართალი
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის თქმით, ექსპერტიზის დასკვნით ვერ დგინდება სასიკვდილო ჭრილობის მიმყენებელი პირის ვინაობა
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის თქმით, ექსპერტიზის დასკვნა არის ბუნდოვანი და მის მიხედვით შეუძლებელია კონკრეტული დამნაშავის დადგენა.
„ზედაპირულად გადავხედე ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც წარმოადგინა პროკურატურამ. მისი განხილვა, სავარაუდოდ, მომდევნო სხდომაზე მოხდება. ზედაპირულად რასაც გადავხედე, იმის მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ ექსპერტიზა სრულფასოვანი არაა, ვინაიდან ამ ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ვერ დადგინდა, რა იარაღით ან რომელი დანით იყო მიყენებული ჩემი შვილისთვის სასიკვდილო ჭრილობა. შესაბამისად, ვისგან იყო მიყენებული ეს ჭრილობა, ამის დადგენაც შეუძლებელია. თუ არ არსებობს იარაღი, რომლითაც მიაყენეს ეს ჭრილობა, შესაბამისად დამნაშავეც არაა გამოვლენილი", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მან აღნიშნა, რომ დასკვნაში ასახულია ის ჭრილობები, რომლებიც ბრალდებულებმა მიაყენეს მის შვილს, თუმცა, ზაზა სარალიძის თქმით, სასიკვდილო ჭრილობის მიმყენებელი ამ ექსპერტიზით ვერ დადგინდა.
„ორი ბრალდებული, რომელიც განსასჯელის სკამზე ზის, ნამდვილად არიან დამნაშავეები და მიესჯებათ შესაბამისი სასჯელი, მაგრამ მე უკვე ეჭვი მიჩნდება, რომ შესაძლოა სხვა იარაღიც იყო გამოყენებული. ჩემი აზრით, გამოიკვეთა სხვა იარაღიც, მაგრამ გამოძიებამ ყველაფერი შეცვალა და მოარგო ექსპერტიზის დასკვნა იმ მოწმეების ჩვენებებს, ვინც დღემდე დაიკითხა“, - განაცხადა მოკლული მოზარდის მამამ.
დღეს საქალაქო სასამართლოს ეზოში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის სასამართლო სხდომის პარალელურად საპროტესტო აქცია „ნუ მოკლავ - აღასრულე სამართალი“ გაიმართა.
ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, მომდევნო დღეს საავადმყოფოში დაიღუპა.
საკვანძო სიტყვები:
ირაკლი ღარიბაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა - საქართველოს პროკურატურა
12 იანვარი, 2026 , 16:26
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს
12 იანვარი, 2026 , 16:13
პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა
12 იანვარი, 2026 , 15:47
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
12 იანვარი, 2026 , 13:06
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 15 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
9 იანვარი, 2026 , 12:04
კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
9 იანვარი, 2026 , 11:03


