სამართალი
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 51-ე სკოლის მოსწავლე დაიკითხა
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე, ბრალდების მხარის მოწმე, 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლე დაიკითხა.
ბრალდების მხარის განცხადებით, მოსწავლის ჩვენება მნიშვნელოვანია, რადგან ის არის თვითმხილველი პირი.
პროკურორ ზვიად ფხაკაძის განცხადებით, მოწმემ ისაუბრა იმ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რომელიც განვითარდა ხორავას ქუჩაზე, ე.წ. არკაში.
"მოწმემ დაადასტურა ფაქტობრივი გარემოებები, რაც პროდუქტიული იყო მნიშვნელოვანწილად და რაც ხელს შეუწყობს ბრალდების მხარეს, რათა თავისი არგუმენტები დაამყაროს საქმეში არსებულ სხვადასხვა მტკიცებულებებზე,“- განაცხადა პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ.
ცნობისათვის, 51-ე სკოლის ორი მოსწავლე ხორავას ქუჩაზე გასულ წელს, 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ირაკლი ღარიბაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა - საქართველოს პროკურატურა
12 იანვარი, 2026 , 16:26
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს
12 იანვარი, 2026 , 16:13
პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა
12 იანვარი, 2026 , 15:47
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
12 იანვარი, 2026 , 13:06
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 15 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
9 იანვარი, 2026 , 12:04
კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
9 იანვარი, 2026 , 11:03


