არქივი
პოლიტიკა
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმე ქვეყნის ფარგლებს გაცდა - უჩა ნანუაშვილი
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტისა და ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილის შეფასებით, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობა გაცდა ქვეყნის ფარგლებს.
როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, ზაზა სარალიძისა და საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე იყო კითხვები, რამდენად რეაგირებს სამართალდამცავი ორგანოები საქმეზე მითითებულ დარღვევებზე.
„ეს არის საქმე, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გაცდა, საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსები დაინტერესებულები არიან. იყო კითხვები, რამდენად რეაგირებს სამართალდამცავი ორგანოები მითითებულ დარღვევებზე. მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება იმ ხარვეზებზე და დარღვევებზე, რაზეც ვსაუბრობთ. ამ ყველაფერზე უნდა იყოს რეაგირება ხელისუფლების მხრიდან, რათა სახელმწიფოს ნდობა კვლავ ჰქონდეს საზოგადოებას“, -უთხრა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს.
დღეს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა.
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

