უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

22 იანვარი, 2018 13:10
font-size

ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის ჩხუბის დროს 25-მდე პირი იმყოფებოდა, თუმცა მკვლელობა ჩაიდინა ორმა პირმა - პროკურორი

ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის ჩხუბის დროს 25-მდე პირი იმყოფებოდა - განაცხადა საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ამჟამად მოზარდების მკვლელობის საქმეზე არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

პროკურორის თქმით, მკვლელობა მხოლოდ იმ ორი ბრალდებულის მიერაა ჩადენილი, რომლებსაც ბრალი აქვს წაყენებული.

მისივე განცხადებით, ამოღებულია ასევე ორი დანა და სახელმწიფო ბრალდება სასამართლო განხილვებზე დაამტკიცებს, რომ მკვლელობა მხოლოდ ამ ორი დანითაა ჩადენილი.

"ბრალდების მხარე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულებს, ერთი გარდაცვლილის მიმართ წარდგენილი აქვთ ბრალი, ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულზე, კერძოდ განზრახ მკვლელობა არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად, ხოლო ერთი გარდაცვლილის მიმართ, ერთ ბრალდებულს წარდგენილი აქვს ბრალი, არასრულწლოვნის მვკლელობა ჩადენილი ორი პირის მიმართ. საქმეში ფიგურირებს ორი დანა, რომელიც გამოძიებამ ამოიღო. მათზე ჩატარდა სათანადო კვლევები და წარმოდგენილია სასამართლოში. ბრალდების მხარე სასამართლო განხილვებისას დაადასტურებს, რომ მკვლელობები ამ ორი დანითაა ჩადენილი. ასევე, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა დაახლოებით 25-მდე პირი, თუმცა მკვლელობა ჩაიდინეს ხსენებულმა პირებმა", - განაცხადა პროკურორმა.

ფხაკაძის თქმით, სასამართლოს წარედგინება ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც ბრალდების მხარემ წინასასამართლო სხდომის შემდეგ მოიპოვა.

"ბრალდების მხარე ისაუბრებს ბრალდებულთა მიერ ბრალად შერაცხული ქმედების თაობაზე, თუ რა გარემოებებში, რა ვითარებაში მოხდა მათ მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. ამასთანავე, ბრალდების მხარე სასამართლო სხდომაზე წარადგენს დამატებით მტკიცებულებებს, რომლებიც მოპოვებულია საქმეზე წინასასამართლო სხდომის გამართვის შემდეგ. ეს არის ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც დამატებითი მტკიცებულებებია იმ ძირითად მტკიცებულებებთან ერთად, რომელიც ბრალდების მხარემ წარადგინა წინასასამართლო სხდომაზე. ეს მტკიცებულებები, მტკიცებულებათა ერთობლიობით იძლევა ალბათობის მაღალ შესაძლებლობას, რათა სასამართლო დავარწმუნოთ, რომ ბრალდებულების მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება მხოლოდ მათ მიერაა ჩადენილი", - განაცხადა პროკურორმა.

საკვანძო სიტყვები:

ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის ბრალდებულ გელა უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 ოქტომბერი, 2025 , 15:33

სასამართლომ თბილისის ცენტრში მოკლული ლევან ჯანგველაძის შეკვეთილ მკვლელობაში ბრალდებულს, გელა უძილაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა  - გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა. სასამართლომ სრულად გაიზიარა პრ

ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონიანი გირაო შეეფარდა

24 ოქტომბერი, 2025 , 14:44

ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1მილიონიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილ

მწერალი ზვიად კვარაცხელია დააკავეს

24 ოქტომბერი, 2025 , 14:21

მწერალი ზვიად კვარაცხელია დააკავეს. მას სავარაუდოდ, რუსთაველზე გზის გადაკეტვას ედავებიან.  გავრცელებული ინფორმაციით,  დღეს პოლიციამ უკვე 10 ადამიანი დააკავა,   რომელთა შორის არიან იურისტ გიორგი მშვენი

ზურაბ ცეცხლაძე დააკავეს

24 ოქტომბერი, 2025 , 12:41

გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ცეცხლაძე დააკავეს - ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტები ავრცელებენ.  არსებული ცნობით, სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა სახლში მარტო იმყოფებოდა, როდესსაც სამართალდამცველები

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს

24 ოქტომბერი, 2025 , 11:31

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა. უწყების განმარტებით, ღარიბა

დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე

22 ოქტომბერი, 2025 , 22:20

ადმინისტრაციული წესით დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა გზის უკანონოდ გადაკეტვის მცდელობაში, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. რაც შეეხება ახალგაზრდა ქალს, რომელიც პოლიციის ავტომა