არქივი
პოლიტიკა
ხვალინდელი აქცია იქნება პასუხი იმ ხელისუფლებას, რომელმაც დასცინა ზაზა სარალიძეს, მალხაზ მაჩალიკაშვილსა და საზოგადოებას - ზაალ უდუმაშვილი
10 ივნისს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიები ლეიბორისტების ოფისში კონსულტაციებს მართავენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, ხვალინდელი შეკრება იქნება პასუხი „ხელისუფლების დაცინვაზე“.
„ხვალინდელი აქცია, ეს არის საზოგადოების პასუხი ხელისუფლებას, იმ ხელისუფლებას, რომელმაც პრაქტიკულად დასცინა, დასცინა ზაზა სარალიძეს, მალხაზ მაჩალიკაშვილს, იმ საზოგადოებასა და იმ პროტესტს, რომელიც რამდენიმე დღის წინ მიმდინარეობდა რუსთაველის გამზირზე, პრაქტიკულად ჩვენ ვნახეთ, რომ არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა ამ დღეების განმავლობაში იქითკენ, რომ რეალური მკვლელები და მფარველები დასჯილიყვნენ, ამიტომ, ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას კი არ აქვს, რომელი პოლიტიკური პარტია იდგება ხვალ რუსთაველზე ან არ იდგება, ამ გადაწყვეტილებას ყველა ინდივიდუალურად მიიღებს, თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, ოპოზიციური პარტიების დიდი უმეტესობა წარმოდგენილი იქნება ხვალ საპროტესტო აქციაზე. ახლა მნიშვნელობა აქვს საზოგადოებას, რომელიც ხვალ გასცემს პასუხს ხელისუფლებას“, - თქვა უდუმაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

