უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

13 სექტემბერი, 2017 22:59
font-size

კიევი სასწრაფოდ უნდა გადავარჩინოთ! - მიხეილ სააკაშვილი 19 სექტემბერს უკრაინის დედაქალაქში ჩავა

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა კიევში ჩასვლის თარიღი დააანონსა. როგორც მან ქალაქ ჩერნოვცებში გამართულ მიტინგზე განაცხადა, ის უკრაინის დედაქალაქს 19 სექტემბერს ეწვევა. ინფორმაციას Украинские Новости ავრცელებს.

„კიდევ რამდენიმე ქალაქს დავივლი, შემდგომ გადავინაცვლებთ კიევში. როგორც მსმენია, გზაში ვიღაცამ მითხრა, 19 სექტემბერი კიევის დამცველის - მიქაელ მთავარანგელოზის დღეა. სასწრაფოდ უნდა გადავარჩინოთ კიევი! ყველა გადავინაცვლებთ კიევში და იქ ვიქნებით. ეს იქნება დასაწყისი, მერე კი, რამდენიმე კვირის შემდეგ უფრო მეტნი ვიქნებით და რაღაც დროის შემდეგ ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც დამთავრდა შეგინის გამშვებ პუნქტში. გზა გაიხსნება, თუმცა ოლიგარქებისთვის საპირისპირო მხარეს, ხოლო უკრაინისთვის წინ - გამარჯვებისკენ“,-განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური ტურნე დაიწყო უკრაინის ქალაქებში.

10 სექტემბერს 20 საათზე ოდესის ყოფილი გუბერნატორი თავის მხარდამჭერებთან ერთად სასაზღვრო-გამშვები პუნქტი შეგინი გადაკვეთა.

12 სექტემბერს ლვოვში, სასტუმრო ლეოპოლისის წინ სააკაშვილმა ხელი მოაწერა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა პროტოკოლს უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ. მისი საქმის სასამართლო განხილვა 18 სექტემბერს გაიმართება.

გამოძიება სააკაშვილის საქმეზე 4 მუხლითაა აღძრული, რასაც დღეს ხულიგნობის მუხლიც დაემატა.

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი