მსოფლიო
კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ფხენიანში დაპატიჟა
ჩრდილოკორეელმა ლიდერმა კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის პირველი პირი მუნ ჯე ინი ფხენიანში დაპატიჟა. მიწვევის შესახებ სამხრეთკორეელ ლიდერს კიმ ჩენ ინის უმცროსმა დამ, კი ე ჩჟონმა აცნობა პრეზიდენტის სასახლეში სტუმრობისას.
კიმ ე ჩჟონი პირველია კიმ ჩენ ინის ოჯახიდან, ვინც სეულს ეწვია. შეხვედრა შესაძლებელი გახდა სამხრეთ კორეაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიური თამაშების გამო, რომლის გახსნის ცერემონიაზე სამხრეთ და ჩრდილოკორეელმა სპორტსმენებმა ერთი დროშის ქვეშ გამოჩნდნენ.
როგორც მუნ ჯე ინის ადმინისტარციამ განაცხადა, სამხრეთ კორეის ლიდერი ჩრდილოელ მეზობელს შეიძლება ეწვიოს, თუკი „სათანადო პირობები“ იქნება შექმნილი.
თუკი მუნ ჯე ინი დათანხმდება, ეს იქნება პირველი შეხვედრა ორი კორეის მეთაურებს შორის ბოლო 10 წლის განმავლობაში. ბოლოს სამხრეთ- და ჩრდილოკორეელი ლიდერები ერთმანეთს 2007 წელს შეხვდნენ.
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

