უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

22 სექტემბერი, 2017 17:00
font-size

კიმ ჩენ ინს წინ წარმოუდგენელი რამ ელოდება - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც კიმ ჩენ ინი მას „შეშლილი“ უწოდა და დაემუქრა, რომ გაეროში წარმოთქმული სიტყვა აშშ-ის პირველ პირს „ძვირად დაუჯდება“.

ტრამპმა საპასუხოდ კიმ ჩენ ინი „გიჟად“ მოიხსენია.

„ჩრდილოეთ კორეის კიმ ჩენ ინს, რომელიც აშკარად გიჟია და არ ადარდებს საკუთარი ხალხის შიმშილით დახოცვა ან მოკვლა, წინ წარმოუდგენელი რამ ელოდება“, -დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, სამშაბათს ტრამპმა მიმართა ფხენიანს, რომ თუ ჩრდილოეთ კორეა დაემუქრება აშშ-სა და მის მოკავშირეებს, ის მას „სრულად გაანადგურებს“. მან ასევე უწოდა კიმ ჩენ ინს „კაცი-რაკეტა“, რომელიც ეს-ესაა თავსაც მოკლავს და თავის რეჟიმსაც.

ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ ის გააგრძელებს ბირთვულ იარაღზე მუშაობას. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის თქმით, ტრამპის სიტყვებმა დაარწმუნა, რომ მისი არჩეული გზა სწორია და ის მას ბოლომდე მიჰყვება.

კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ ტრამპმა ყველაზე ველურად გამოაცხადა ომი.

გუშინ პრეზიდენტ ტრამპის გამოსვლაზე პირველი ოფიციალური განცხადება გააკეთა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტმა რი იონგ ჰომმა. მან აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვა „ძაღლის ყეფას“ შეადარა და აღნიშნა, რომ ტრამპის ასისტენტები ეცოდება.

ჩრდილოეთ კორეამ გაეროს აკრძალვის მიუხედავად უკვე 6-ჯერ ჩაატარა ბირთვული იარაღის გამოცდა.

ანა მებურიშვილი


შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი

11 ნოემბერი, 2025 , 11:57

შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, როგორც ქვეყანას - 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ. ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს. ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს

10 ნოემბერი, 2025 , 18:00

პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ფრანგული მედიის ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზი „სა

დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა

27 ოქტომბერი, 2025 , 15:10

დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტი იაპონიის საიმპერატორო სასახლეში ქვეყნის იმპერატორს ნარუჰიტოს შეხვდა. ამასთან, როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, ის მოუთმენლად ელოდება იაპონიის ახლად ა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

27 ოქტომბერი, 2025 , 10:16

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით რუსეთის 13 რეგიონში 193 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. მათივე ინფორმაციით, აქედან 40 დრონი მოსკოვის რეგიონში ჩამოაგდეს, მათ შორის 34 დრონი, რ

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი, 2025 , 09:38

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. „ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამა

აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნ