უკან

პოლიტიკა

19 დეკემბერი, 2018 14:50
font-size

კირკიტაძე დაკავებული უნდა იყოს და ფარცხალაძე თავისუფალი? გამაგებინეთ, სად ვცხოვრობთ - გრიგოლ ვაშაძე

გურჯაანის სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიცია მათი წევრის, დავით კირკიტაძის დაკავებას აპროტესტებს. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის კვალიფიციური იურისტები ამ საქმეს ბოლომდე მიჰყვებიან და თუ საჭირო გახდა, სტრასბურგშიც გაასაჩივრებენ.

„დაველოდებით ბრალის წაყენებას. დღეს აქ უამრავი ხალხი მოვა, დაველოდებით სამართლიან გადაწყვეტილებას. მთელმა საზოგადოებამ დაინახა, თუ ხარ ე.წ. „ქართული ოცნების“ წევრი, გაქვს იმუნიტეტი, არც დაგაკავებენ, არც ბრალს წაგიყენებენ, მით უმეტეს, არც სასამართლოში არ მიგიყვანენ. თუ ხარ ოპოზიციის წარმომადგენელი, ერთ წამში ხდება ეს ყველაფერი. თუ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს სცემ, მაშინ ძალიან მსუბუქ რაღაცას წაგიყენებენ, თუ გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ხარ, ეცდებიან, რაც შეიძლება მძიმე მუხლი წაგიყენონ. ყველაზე სამწუხაროა, რომ სასამართლო ამ ქვეყანში არ არის, პოლიტიკური ანგარიშსწორების მექანიზმია და ეს უკვე მრავალჯერ ვნახეთ.

გურჯაანის სასამართლოსთან კარვების დადგმის აზრს ვერ ვხედავ. ჩვენი კვალიფიციური იურისტების რაზმი ჩაერთვება, რომ ეს არ შევარჩინოთ, ყველა სასამართლო ინსტანციას გავივლით, თუ საჭიროა, სტრასბურგამდე მივალთ. ადამიანს შეუზღუდეს ყველა კონსტიტუციური უფლება, რომელიც მას აქვს მინიჭებული ჩვენი ქვეყნის მთავარი კანონით. კირკიტაძე დაკავებული უნდა იყოს და ფარცხალაძე თავისუფალი? გამაგებინეთ, სად ვცხოვრობთ. ხომ არ ვამბობთ, რომ კანონმა არ უნდა იკანონოს, იკანონოს, მაგრამ თანაბრად მიუყენეთ ყველას. ამას გარდა, დაიმალებოდა კირკიტაძე? თუ ქვეყნიდან გაიქცეოდა? 3 წელი იარა სასამართლოში, ზუსტად ამდენს ივლის, თუ სამართალს და კანონს შეკითხვები აქვს მასთან", - განაცხადა ვაშაძემ.

შსს-ის ცნობით, დავით კირკიტაძე ველისციხეში გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავეს.

ელჩები პირველ სხდომაზე არ არიან მოწვეულები, მნიშვნელოვანი არ არის ელჩების ჩართულობა ამ პროცესში - შალვა პაპუაშვილი

22 ნოემბერი, 2024 , 12:19

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები არ მოუწვევია. პირველი სხდომა მხოლოდ "ქართველმა

აქვთ ორი არჩევანი: ან უარს იტყვიან მანდატებზე და ამით დაინგრევენ საკუთარ თავს, ან არ იტყვიან უარს მანდატებზე და ამით დაიმცირებენ თავს - შალვა პაპუაშვილი

22 ნოემბერი, 2024 , 11:54

ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ, საბოლოო ჯამში, ახლა ეძებენ გამოსავალს, როგორ გადადგან მათთვის დამამცირებელი ნაბიჯი და შევიდნენ პარლამენტში, &

შალვა პაპუაშვილი ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სასესიო დღისა და კვირის დღის წესრიგს განმარტავს

22 ნოემბერი, 2024 , 11:41

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სასესიო დღისა და კვირის დღის წესრიგი განმარტა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.

სტუდენტებმა თსუ-ს ეზოში კარვები გაშალეს

21 ნოემბერი, 2024 , 17:29

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში  სტუდენტებმა კარვები გაშალეს - ახალგაზრდები დღევანდელი ღამის გათენებას აანონსებენ.  თსუ-ს სტუდენტებს სხვადასხვა უნივერ

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის საპატიო თავმდჯომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა

21 ნოემბერი, 2024 , 14:16

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმდჯომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის პოლიტ

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძეა წარდგენილი

21 ნოემბერი, 2024 , 12:51

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძე წარადგინა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. შესაბ