არქივი
მსოფლიო
კოალიციური ძალების იერიში აძლიერებს სირიელების სიმტკიცეს ტერორიზმის დასამარცხებლად - ბაშარ ალ-ასადი
სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ირანელ კოლეგასთან, ჰასან რუჰანისთან სატელეფონო საუბრის დროს გამოეხმაურა კოალიციური ძალების მიერ სირიის მთავრობის ობიექტებზე განხორციელებულ იერიშს. მისი თქმით, ეს ქმედება გააძლიერებს სირიელთა სიმტკიცეს, რათა „ებრძოლონ და დაამარცხონ ტერორიზმი ქვეყნის ყველა მტკაველზე“.
რუჰანიმ განუცხადა ასადს, რომ ირანი სირიის გვერდით იქნება. ირანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ეს აგრესია ვერ დაასუსტებს სირიელი ხალხის სიმტკიცეს ტერორიზმის წინააღმდეგ ომში“.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიაზე იერიშის მიტანის ბრძანება გასცა. დღეს გამთენიისას კოალიციურმა ძალებმა, რომლებშიც შედიან აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, სირიაში სამიზნეებზე ავიადარტყმები განახორციელეს. მათი განმარტებით, ესაა პასუხი 7 აპრილს, ქალაქ დუმაზე განხორციელებულ იერიშზე, სადაც სავარაუდოდ ქიმიური იარაღი გამოიყენეს.
დასავლეთი მომხდარში სირიის მთავრობას ადანაშაულებს, თუმცა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი რაიმე მონაწილეობას უარყოფს.
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

