უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

30 დეკემბერი, 2025 17:06
font-size

ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო.

სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა ბრალდებული ყოფილი გენერალური პროკურორი, ვინაიდან ის რუსეთში იმყოფება.

პროკურორ ლევან ვეფხვაძის განმარტებით, ბრალდებული 2025 წლის ივნისის თვეში საქართველოდან გავიდა. ადვოკატის თქმით, მან არ იცის, „გასულია თუ სად არის“ ფარცხალაძე, მაგრამ მისი დასწრების გარეშე სხდომის გაგრძელებას ეთანხმებოდა.

პროკურორ ლევან ვეფხვაძის განმარტებით, მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის ჩვენებები ადასტურებს ვეფხვაძის მიმართ პატიმრობის გამოყენების ფაქტობრივ გარემოებებს. ასევე, პროკურორის განმარტებით, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები არსებობს. სახელმწიფო ბრალმდებლის თქმით, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენება ფარცხალაძისთვის შემაკავებელი არ იქნება.

შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ადვოკატები ფარცხალაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდნენ.

ადვოკატ გაგი მოსიაშვილის თქმით, ოთარ ფარცხალაძის მიმართ პატიმრობის გამოყენების საფუძველი ბუნებაში არ არსებობს.

როგორც მოსიაშვილმა აღნიშნა, 32-ტომიან საქმეში მხოლოდ 3 მოწმის ჩვენებაა და მათი ჩვენების შინაარსი სასამართლოსთვის ცნობილია.

მოსიაშვილის თქმით, ირიბი ჩვენების საფუძველზე ფარცხალაძე ამ მძიმე დანაშაულში ბრალდებულადაა წარმოდგენილი.

ადვოკატის თქმით, მოსამართლემ თავის გადაწყვეტილებაში დასაბუთებული პასუხი უნდა გასცეს, როგორ შეიძლება პირს პირდაპირი მოწმის გარეშე ბრალი წარუდგინონ და აღკვეთის ღონისძიების სახეზე იმსჯელოს.

ადვოკატ მერაბ ჩიქოვანის განცხადებით, ბრალდების მხარეს ოთარ ფარცხალაძე არც კი დაუბარებია გამოკითხვაზე... „არ უთქვამთ, მობრძანდი, შენთან კითხვები გვაქვსო... არის სატელეფონო შეტყობინების ოქმი, რომ ურეკავენ ოჯახს და ეუბნებიან, გთხოვ, წარმოადგინოთ ადვოკატიო...ეს არის შეტყობინების სტანდარტი?",- განაცხადა ჩიქოვანმა.

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ბრალდებას არ აღიარებს.

ცნობისთვის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს ბრალი ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე წარუდგინეს. კერძოდ კი, მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცალკე წარმოებად მიმდინარეობს რამდენიმე პირის საქმე, რომლის ფარგლებშიც დაკავებული არიან გიორგი მიქაძე, მამუკა ბაღდავაძე, გიორგი კაჭკაჭაშვილი და სანდრო წივწივაძე. ძებნა არის გამოცხადებული დავით მიქაძისა და გიორგი ჯოხაძის მიმართ.

რაც შეეხება ოთარ რომანოვ- ფარცხალაძეს, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნა მას შემდეგ გამოცხადდება, რაც სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

წყარო

ირაკლი ღარიბაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა - საქართველოს პროკურატურა

12 იანვარი, 2026 , 16:26

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც მას სასჯელის სახედ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკ

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს

12 იანვარი, 2026 , 16:13

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს. შსს-ის ინფორმაციით, ოზურგეთში მომხდარი „ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა ორ არასრულწლოვანს შორის, წინ

პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა

12 იანვარი, 2026 , 15:47

ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს სასჯელის სახედ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელ

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

12 იანვარი, 2026 , 13:06

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1978 წელს დაბადებული დ.ბ. და 1996 წელს დაბ

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 15 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

9 იანვარი, 2026 , 12:04

თბილისის საქალაქო სასამართლოში ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ევა შაშიაშვილის, გიორგი ჩახუნაშვილისა და კიდევ 13 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხ

კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

9 იანვარი, 2026 , 11:03

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი – 1974 წელს დაბადებული ლ.ჩ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.